Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

გაუჩინარებული 21 წლის გერმანელი ტურისტის სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენი და დრონი ჩაერთო

გაუჩინარებული 21 წლის გერმანელი ტურისტის სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენი და დრონი ჩაერთო

მიუხედავად იმისა, რომ ამინდი დღითიდღე უფრო უარესდება სამართალდამცავი ორგანოები და სამაშველო სამსახური არ წყვეტენ გაუჩინარებული ტურისტის საპოვნელად სამძებრო სამუშაოებს. უამინდობის ფენომენის შედეგად კრეტაზე გათოვდა და მაშველებისთვის შეუძებელი გახადა ხეობის გარკვეულ ნაწილებში გადაადგილება, სწორედ ამიტომ სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენი და დრონი ჩართეს.

შეგახსენებთ, რომ 13 იანვრიდან ეძებენ 21 წლის ტურისტს გერმანიიდან, რომელიც ხანიაში დასასვენებლად ჩავიდა. 

ახალგაზრდამ ავტომანქანა იქირავა, რათა გაეადვილებინა გადაადგილება და დანიშნულების წერტილებამდე მისვლა. ხუთშაბათს, 13 იანვარს, სწორედ ნაქირავები ავტომანქანით წავიდა ომალოში, კერძოდ ქსილოსკალოში, ავტომანქანა სამარიას ხეობასთან გააჩერა და სწორედ აქ იკარგება მისი კვალი.

zarpanews.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კომპანიის მეპატრონე, რომელიც ავტომანქანებს აქირავებს, დღეების განმავლობაში ცდილობდა ტურისტთან კონტაქტზე გასვლას, თუმცა უშედეგოდ. სწორედ მან განაცხადა პოლიციაში ახალგაზრდას გაუჩინარების შესახებ. გერმანელი ტურისტის ბოლო კვალს კამერების დახმარებით მიაგნეს. ამჟამად სამარიას ხეობა დაკეტილია და სამართალდამცავი ორგანოები სამაშველო სამსახურის დახმარებით აქტიურად ეძებენ გაუჩინარებულს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *