Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიUncategorized

ტრაგედია, რომელსაც დასასრული არ უჩანს

ტრაგედია, რომელსაც დასასრული არ უჩანს

ტრაგედია, რომელსაც დასასრული არ უჩანს, დატრიალდა ვოლოსში, როცა კვირას ღამით ახალდაქორწინებული წყვილის სიცოცხლე იმსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევამ. 

თუმცა უბედურმა შემთხვევამ მხოლოდ ახალგაზრდების სიცოცხლე არ იმსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 31 წლის კოსტას მამამ როგორც კი გაიგო რომ მისი შვილი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა, ტკივილს ვერ გაუძლო და გარდაიცვალა. 

შეგახსენებთ, რომ საბედნისწერო შემთხვევა ვოლოსი-აღრიას გზაზე კვირას ღამით პლატანიოდონის გასწვრივ მოხდა, როცა ტრაქტორი, რომელსაც 82 წლის კაცი მართავდა წყვილის მოტოციკლეტს შეეჯახა.

წყვილი ჩაფხუტებს ატარებდა, თუმცა ძლიერი შეჯახების გამო მათი დაცვა ჩაფხუტებმა ვერ შეძლეს.

გარდაცვლილები 31 წლის კოსტას პაპაკონსტანტინუ და 32 წლის კერასია ალიმადირი არიან.

taxydromos.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად წყვილი შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა. 

გარდაცვლილების მეგობრები, რომლებიც წყვილის მოტოციკლეტს უკან ავტომანქანით მიჰყვებოდნენ ტრაგიკული შემთხვევის თვითმხილველები გახდნენ. ისინი thenewspaper.gr-თან ინტერვიუში აცხადებენ, რომ იხილეს თუ როგორ დალიეს სული მათმა საუკეთესო მეგობრებმა ასფალტზე და თუ როგორ შოკურ მდგომარეობაში არიან ამ დრომდე, რადგან მათი გადარჩენა ვერ შეძლეს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *