Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთისაზოგადოებაშოუბიზნესი

ვიკი სტამატი და აკის ძოხაძოპულოს უმცროსი საბერძნეთს ტოვებენ

ვიკი სტამატი და მისი ვაჟი აკის ძოხაძოპულოს უმცროსი საბერძნეთის დატოვებას და საცხოვრებლად დიდ ბრიტანეთში გადასახლებას გეგმავენ. ყოფილი სახელმწიფო მინისტრის ქვრივი ამბობს, რომ გულნატკენია.

ვიკი სტამატი აცხადებს, რომ მისი აბსოლუტური პრიორიტეტი მისი ვაჟია, ის მუდამ შვილის გვერდით არის და როგორც თვითონ ამბობს დიდ ბრიტანეთშიც გაჰყვება, სადაც 17 წლის ახალგაზრდა სასწავლებლად მიემგზავრება.

როგორც ის ამბობს მისი და მისი შვილის ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა, უმძიმთ იმ ფაქტის მიღება, რომ აკი მათ გვერდით აღარ არის და ღირსეულად და სირცხვილის გრძნობით ცდილობს მათი ცხოვრების ეს გარკვეული მონაკვეთი დაასრულოს.

თავის 60 წლის ასაკში ვიკი სტამატი დათანხმდა ნეტფლიქსის წინადადებას დრამატულ- დოკუმენტურ ფილმში მონაწილეობაზე, რომელიც დაფუძნებული იქნება მისი მეუღლის ცხოვრებაზე, რომელიც 2021 წლის აგვისტოში გარდაიცვალა. როგორც მისი შვილი ამბობს, ის თვალს ადევნებს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და როცა მზად იქნება, მამაზე ისაუბრებს.

პარტია “პასოკის” ოდესღაც ყოვლისშემძლე მინისტრის ქვრივი და მისი ვაჟი დიდ ბრიტანეთში გადასვლას მომავალ ზაფხულს გეგმავენ.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *