Latest news
დღე ჩემს ოთხფეხა მეგობართან: დავაკის მოედანზე ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის განსაკუთრებული ღონისძიებე... დემოგრაფიული კრიზისი საბერძნეთში მეგონა ეპილეფსიის შეტევა ჰქონდა - რას ამბობს 26 წლის ბრალდებული მირტოზე კარზე დამიკაკუნეს და დახმარება მთხოვეს - აცხადებს 22 წლის ალბანეთის მოქალაქე რატომ ესაუბრება უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხელოვნურ ინტელექტს ფსიქოლოგის ნაცვლად უნდა გვიხაროდეს თუ არა, რომ საბერძნეთის ჯანდაცვის სისტემა ამერიკულზე უკეთესია მიმდინარეობს გამოძიება 19 წლის მირტოს გარდაცვალების საქმის დეტალების დასადგენად პროკურორისა და გამომძიებლის საერთო გადაწყვეტილებით ბრალდებულებს წინასწარ პატიმრობაში დატოვებენ მირტო იყო ანგელოზი, არ გადიოდა ღამით გარეთ, ვგეგმავდით ერთად დაბერებას - რას ამბობს გარდაცვლილის მეგ... არ ვიცი ჩემს შვილს რაში სდებენ ბრალს - აცხადებს 26 წლის ძალოსანის დედა
კვირა, აპრილი 19, 2026
საბერძნეთი

როდოსი: ბოშა ქალმა 7 წლის შვილი ქუჩაში მიატოვა, თვითონ კი პოლიციას გაექცა

გასულ შაბათს როდოსში, ქუჩაში მარტო მოხეტიალე პატარა ბავშვი შენიშნეს და   როგორც შემდეგ გაირკვა ამ ფაქტის უკან წარმოუდგენელი ამბავი იმალებოდა.

კერძოდ,  31 წლის ბოშა ქალი  სავარაუდოდ იმავე დღეს მის რამოდენიმე თანამზრახველთან ერთად  ფალირაკში წავიდა  ქურდობის განზრახვით. მას თან ჰყავდა შვიდი წლის ვაჟი, რომელიც მაშინვე  მიატოვა, როგორც კი პოლიცია შენიშნა და  თვითონ კი გაიქცა.

მეზობლებმა, რომლებმაც პატარა ბიჭი მარტო დაინახეს, შეატყობინეს ადგილობრივი  პოლიციის დეპარტამენტს, რომლის ოფიცრებმაც აიყვანეს  არასრულწლოვანი და  გადაიყვანეს  საავადმყოფოში პროფილაქტიკური გამოკვლევებისთვის.

ბავშვი ამჟამად   ბავშვთა სახლში იმყოფება,  31 წლის დედის  წინააღმდეგ კი არასრულწლოვანის მიტოვების  ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

ამასთან, ირკვევა, რომ აღნიშნული პიროვნების ვინაობა პოლიციისთვის  დიდი ხანია ნაცნობია, რადგან გასულ თვეში ის დანაშაულებრივი ორგანიზაციის „ლიდერის“ სტატუსით დააკავეს.

ხუთი სრულწლოვანი და სამი არასრულწლოვანი ბოშა, მათ შორის მიტოვებული ბავშვის დედა, არიან ბრალდებულები კუნძულ როდოსზე ძარცვის და შვიდი ქურდობის ჩადენაში და მათ წინააღმდეგ  აღძრულია სისხლის სამართლის საქმე  კრიმინალური ორგანიზაციის  დაფუძნებისა და მასში  მონაწილეობისათვის.

როგორც გაირკვა ყველა მათგანი  კარაკონეროს ბანაკში ცხოვრობს და საქმის გასახსნელად, 2023 წლის 27 აპრილის დილას, კონკრეტულ ბანაკში კოორდინირებული საპოლიციო ოპერაცია ჩატარდა.

მტკიცებულებების საფუძვლიანი შეფასების შემდეგ გამოიკვეთა ბრალდებულების მოქმედების წესი და დადგინდა, რომ შეიქმნა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელშიც  ზემოთ  აღნიშნული  ქალი იყო ლიდერი და იერარქიული სტრუქტურა წევრებს შორის განსხვავებული როლებით, სხვადასხვა შემადგენლობით,  შემთხვევის მიხედვით და ძარცვის  მეთოდების  შესაბამისად იყოფოდა.

ისინი  ძარცვავდნენ როგორც მაღაზიებს, ასევე საცხოვრებელ  სახლებს და უშუალოდ  მოქალაქეებს, იპარავდნენს ფულს და სხვადასხვა ძვირფას  ნივთებს.

ბრალდებულებმა სავარაუდოდ ჩაიდინეს სულ  შვიდი სხვადასხვა  ქურდობა სახლებსა და მაღაზიებში როდოსში 2022 წლის 12 დეკემბრიდან 2023 წლის 21 აპრილამდე და მნიშვნელოვანი ფინანსური სარგებელი მიიღეს.

დაკავებულებიდან სამი ბოშა არასრულწლოვანი გაათავისუფლეს უპირობოდ,  ხოლო დანარჩენ ბრალდებულებს აეკრძალათ ქვეყნიდან გასვლა, ამასთან ერთად  ადგილობრივი  პოლიციის განყოფილებაში აღრიცხვაზე პერიოდული  გამოცხადების ვალდებულება დაეკისრათ.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *