Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთი

ზაკინთო: უცხოელმა წყვილმა ერთი წლის შვილი მანქანაში დატოვა და საყიდლებზე წავიდა

არტას ტრაგედიის შემდეგ, რომელმაც მთელი საბერძნეთი შეძრა კიდევ ერთ მსგავს ფაქტს ჰქონდა ადგილი, ამჯერად კუნძულ ზაკინთოზე.

გავრცელებული ინფორმაციით  ოთხშაბათს დილით ზაკინთოში  დანიელმა წყვილმა ერთი წლის შვილი  მანქანაში  მარტო დატოვა, თვითონ კი საყიდლებზე წავიდნენ.

მარტო  დატოვებული ბავშვი  გამვლელებმა დაინახეს და პოლიციას შეატყობინეს.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფოდ მივიდნენ პოლიციის  თანამშრომლები , რომლებმაც ბავშვი გაათავისუფლეს  და სასწრაფო დახმარების მანქანით პროფილაქტიკური მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პოლიციის ინფორმაციით, ბავშვი მანქანაში 30 წუთზე მეტხანს მარტო იმყოფებოდა, საბედნიეროდ მას ჯანმრთელობის პრობლემები არ შექმნია.

34 წლის დედა და მისი 31 წლის პარტნიორი არასრულწლოვნის სიცოცხლისთვის  საფრთხის შექმნის  ბრალდებით დააკავეს და შემდგომი  პროცესი ავტომატურად განხორციელდება.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *