Latest news
საჩუქრები ბავშვებისთვის, რომლებიც ყოველთვის ამართლებს 19 წლის გოგონას სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება როდემდე გასტანს წვიმიანი ამინდი საბერძნეთში საბერძნეთი: 23 აპრილს გიორგობა აღინიშნება მეტეორაზე მანდილების ჩვეულება გააცოცხლეს - იხილეთ მთამსვლელების ფოტოსურათები წმინდა გიორგის კლდიდან როგორ გამოიყურებოდა Google-ს ლოგო დედამიწის საერთაშორისო დღისთვის მეგობრებს შორის ატეხილი ჩხუბის შედეგად 19 წლის გოგონა ყელისა და თავის არეში მძიმე დაზიანებებით გადაი... ირაკლიო: ელევთერია იაკუმაკი გარდაცვლილი იპოვეს 22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა ხუთშაბათიდან ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი
ხუთშაბათი, აპრილი 23, 2026
საბერძნეთიUncategorized

ტრაგედია კასტორიაში: მოხუცებულმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

ტრაგედია კასტორიაში: მოხუცებულმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

კასტორიაში, კერძოდ კრანოხორიში მოხუცებულმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ტელემაუწყებელი ΕΡΤ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად შაბათს, 15 მარტს მოხუცებულმა ტანზე აალებადი სითხე გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა.

ცეცხლმოკიდებული მოხუცებული გამვლელმა შენიშნა, რომელიც მაშნვე მის დასახმარებლად გაიქცა და პარალელურად პოლიცია გამოიძახა.

შეშინებული კაცი ცეცხლის ჩაქრობას ცდილობდა ქურთუკით, მაგრამ ვერ შეძლო მოხუცებულის გადარჩენა.

70 წლის კაცი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როდესაც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კასტორიას საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ძლიერი დამწვრობების გამო ექიმებმა მისი სალონიკში გადაყვანა ჩათვალეს საჭიროდ, სადაც გარდაიცვალა კიდეც.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *