Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
დღესასწაულებისაბერძნეთი

პრეზიდენტის სასახლე დემოკრატიის აღდგენის 50-ე წლისთავს აღნიშავს

პრეზიდენტის სასახლე დემოკრატიის აღდგენის 50-ე წლისთავს აღნიშავს

50 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საბერძნეთი დიქტატორული რეჟიმისგან განთავისუფლდა, რომელიც ქვეყანაში 1967-1974 წლებში იყო. ე.წ. შავ პოლკოვნიკთა რეჟიმი, სამხედრო დიქტატურა საბერძნეთში, რომელსაც სათავეში გეორგიოს პაპადოპულოსი ედგა. ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ გადატრიალების გზით 1967 წლის 21 აპრილს და ერთ დღეში მთელს საბერძნეთს აკონტროლებდნენ. მთელი მინისტრთა კაბინეტი დააპატიმრეს, წინააღმდეგობა ვერც საბერძნეთის მეფე კონსტანტინემ გასწია და იძულებული გახდა პოლკოვნიკებთან ეთანამშრომლა.

1974 წლის ივლისიდან 1975 წლის ივნისამდე პერიოდი, კი იყო გარდამტეხი მომენტი საბერძნეთის თანამედროვე ისტორიაში, რადგან საბერძნეთმა დაიბრუნა დაკარგული დემოკრატიული მმართველობა. 

ყოველწლიურად, 24 ივლისს, პრეზიდენტის სასახლე ქვეყნის წარჩინებულ პირებთან ერთად აღნიშნავს ამ დღეს. წელს რესპუბლიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით კი დღესასწაულში მონაწილეობას მოქალაქეებიც მიიღებენ. 

სწორედ ამიტომ მომავალ კვირას, 21 ივლისს, პრეზიდენტის სასახლის ბაღი გაიხსნება საზოგადოებისთვის და დილის 11 საათიდან საღამოს 8 საათამდე მოქალაქეებს ექნებათ საშუალება დატკბნენ თეოდორაკისის, ხაძიდაკისის, მარკოპულოსის, პლესასის, ქსარხაკოსისა და მარიოს ტოკასის ნამუშევრებით.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *