Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიჯანმრთელობა

რა არის ანევრიზმა და რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს

რა არის ანევრიზმა და რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს

როდესაც ანევრიზმაზე ვსაუბრობთ საქმე თავის ტვინის მკვებავ არტერიებს ეხება – ვისაუბრებთ პროცესზე, რომელიც თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის სისტემაში მიმდინარეობს.

დაავადება უმეტესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, რადგან გამობერილობა მცირე ზომისაა და სისხლძარღვის მთლიანობას არ არღვევს. სიმპტომებმა შესაძლოა თავი იჩინოს ანევრიზმის ზრდის დროს, ტვინის ქსოვილსა და ნერვებზე ზეწოლის გამო.
ეს სიმპტომებია:

  • ტკივილი თვალის არეში;
  • გუგის გაფართოება;
  • ნახევარი სახის დაბუჟება;
  • მეტყველების გაძნელება;
  • თავის ტკივილი;
  • კოორდინაციის დარღვევა;
  • კონცენტრაციის მოშლა.

ანევრიზმის გახეთქვას ავლენს:

  • უეცარი, ძალიან ძლიერი თავის ტკივილი, რომელსაც პაციენტი აღწერს როგორც ყველაზე ძლიერს, რაც კი ოდესმე უგრძნია;
  • გულისრევა, ღებინება;
  • კისრის დაჭიმულობა;
  • მხედველობის დაბინდვა ან გაორება;
  • სინათლისადმი მგრძნობელობის მომატება;
  • გულყრა;
  • თვალის ქუთუთოს პტოზი (დაწევა)
  • გონების დაკარგვა;
  • გონების დაბინდვა;

უეცარი ძლიერი თავის ტკივილის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
არ დატოვოთ უყურადღებოდ გონების დაკარგვის`გულყრის ეპიზოდი და ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები – დროული რეაგირება სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობას თავიდან აგაცილებთ.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *