ლაგადა: პოლიციამ დააკავა 60 წლის მძღოლი – არ მქონდა განზრახული მომეკლა, 2 ჭიქა ციპურო დავლიე, მაგრამ თან ვჭამე..
ლაგადა: პოლიციამ დააკავა 60 წლის მძღოლი – არ მქონდა განზრახული მომეკლა, 2 ჭიქა ციპურო დავლიე, მაგრამ თან ვჭამე..
პოლიციამ დააკავა 60 წლის მძღოლი, რომლის დაუდევრობამაც 50 წლის ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა.
შეგახსენებთ, რომ ქალი რომლის სიცოცხლეც საბედისწერო შეჯახებამ იმსხვერპლა, შვილის ხელოვნების ცენტრიდან გამოსაყვანად მიდიოდა, თუმცა შვილთან შეხვედრა არ დასცალდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მძღოლი ძალიან ნანობს მომხდარს და აცხადებს რომ ერჩივნა თავად ყოფილიყო გარდაცვლილის ადგილას.
დაკავებული ასევე აცხადებს, რომ მხოლოდ 2 ჭიქა ციპურო ჰქონდა დალეული და არა მშიერ კუჭზე.
60 წლის კაცი ამ დრომდე საავადმყოფოში გადის მკურნალობას პოლიციის თანამშრომლების ზედამხედველობის ქვეშ.
Facebook Comments Box
