Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიქართველები საბერძნეთში

დღეს ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა

დღეს ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა

იცით თუ არა, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტი საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერობის გარდა იყო მეცნიერი-ფილოლოგი, მწერალი, მთარგმნელი და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. 

ზვიად გამსახურდია ეწინააღმდეგებოა საბჭოთა კავშირის რეჟიმს. მისი და კოსტავას თაოსნობით დაფუძნდა ორგანიზაცია საქართველოს ჰელსინკის კავშირი, რომელიც აქტიურად გამოდიოდა ადამიანის უფლებების, პირველყოვლისა კი — ქართველების უფლებების, ქართული კულტურის ძეგლების, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასაცავად. ჯგუფი გამოსცემდა იატაკქვეშა თვითგამოცემებს (ჟურნალები:„საქართველო”, „ოქროს საწმისი“ , „საქართველოს მოამბე“ და სხვა). ამ ჟურნალებში გამსახურდია ყოველთვის ხაზს უსვამდა რუსიფიკაციის საფრთხეს, ქართველების დემოგრაფიული შემცირების პრობლემას, კორუფციას საქართველოს ეკლესიაში, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული თემების უფლებებს. საყოველთაოდ ცნობილია რომ გამსახურდია იმსახურებდა დასავლეთის სახელმწიფოების სიმპატიებს იმპერიული ცენტრის წინააღმდეგ ბრძოლის გამო. 

“ყველაფერი შეიძლება წაართვა პიროვნებას, ერს, მაგრამ ვერავინ შესძლებს თავისუფლების შეგრძნება წაართვას მას” – ზვიად გამსახურდია

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მისი მთავარი პოლიტიკური მიზანი იყო ჯერ დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარება, შემდეგ კი – ამ რეფერენდუმზე დაყრდნობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაციის მიღება.

საქართველოს პირველი პრეზიდენტი და მისი მომხრეები, ვისთვის გასაკიცხად, ვისთვის კი საამაყოდ ქართველებს, ისტორიულად დაწინაურებულ ერად მიიჩნევდნენ და თვლიდნენ, რომ მათ უნდა ესარგებლათ პრივილეგიებით სამშობლოში.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *