Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ემიგრანტებით დატვირთული გემი ჩაიძირა – 4 გარდაცვლილი და 4 უგზოუკვლოდ დაკარგული პირი

ემიგრანტებით დატვირთული გემი ჩაიძირა – 4 გარდაცვლილი და 4 უგზოუკვლოდ დაკარგული პირი

მაშინ, როცა ემიგრაციისა და პოლიტიკური თავშესაფრის ახალი მინისტრი საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებასა და საბერძნეთის საზღვრების ჩაკეტვას საჯაროდ გეგმავს ქვეყანაში უკანონოდ მყოფი ემიგრანტების პრობლემის აღმოსაფხვრელად, საბერძნეთის საზღვაო საზღვრებზე ყოველდღიურად ასობით იძულებით გადაადგილებული პირი შემოდის და ათობით მათგანი უკეთესი და უსაფრთხო მომავლის ძიებაში საზღვრებზევე კვდება.

საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებისა და ჩაკეტილი საზღვრების შედეგი ერთხელ უკვე ნანახი აქვს მსოფლიოს. წლების წინ ათობითა და ასობით სიცოცხლეა დაკარგული მაშინ, როცა სხვადასხვა გაჭირვებული ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდანაც ავტობუსების საბარგულებში ჩამალული ქალები გაგუდულები ამოჰყავდათ სანატრელი დანიშნულების ადგილზე ჩამოსვლისას.

ჩაკეტილი საზღვრები არ ყოფილა და არ იქნება დამაბრკოლებელი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც საკუთარ ქვეყანაში შიმშილით, ომის გამო, თუ პოლიტიკური ნიშნით სიკვდილი ემუქრებათ.

ამის ნათელი მაგალითი საბერძნეთში გათენებული ყოველი დილაა, როცა გაუმართავი გემებით ცდილობენ ემიგრანტები საზღვაო საზღვრების გადმოკვეთას, გემები იძირებიან და ბავშვები, ქალები და ახალგაზრდა კაცები შუა ზღვაში ტოვებენ მომავლის ყველა იმედს და დახმარების მოლოდინის გარეშე იხრჩობიან.

მოსასმენად შემზარავი, თუმცა მესაზღვრეებისთვის კარგად ნაცნობი, ყოველდღიური მძიმე რეალობა დაფიქსირდა დღეს დილითაც ლეზვოში, სადაც ემიგრანტებით დატვირთული გემი ამოყირავდა. მაშელებმა 23 მგზავრის გადარჩენა შეძლეს, სამაშველო სამუშაოების პროცესში 4 დამხრჩვალი ცხედარი აღმოაჩინეს და გადარჩენილების ჩვენებებზე დაყრდნობით 4 მგზავრი ისევ იძებნება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *