როგორ გავიძლიეროთ იმუნიტეტი
როგორ გავიძლიეროთ იმუნიტეტი
მუნურ სისტემაზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს. ცნობილია, რომ ასაკთან ერთად იცვლება იმუნური სისტემის მუშაობის ტემპი და ეფექტურობა.
იმუნიტეტის გასაძლიერებლად ბავშვებისთვის აცრები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია! ვაქცინით მართვადი დაავადებებისგან პატარას ვერც ჯანსაღი კვება დაიცავს, ვერც სუფთა ჰაერი. ამ ინფექციათა საწინააღმდეგო ანტისხეულები ორგანიზმში მხოლოდ ორი გზით შეიძლება გამომუშავდეს – ავადმყოფობის გადატანისა და ვაქცინაციიის შედეგად. ამიტომ პროფილაქტიკური აცრები არ უნდა გამოვტოვოთ.
მოწიფულ ასაკში იმუნიტეტი ყველაზე გამართულად მუშაობს, მერე კი, ასაკის მატების პირდაპირპროპორციულად, მისი აქტივობა, ბრძოლის უნარი ისევ იკლებს, ამიტომ 65 წლიდან ისევ ხშირდება რესპირატორული ინფექციები, გრიპი, პნევმონია… განსაკუთრებით იმატებს ინფექციურ დაავადებათა გართულების ალბათობა.
იმუნური სისტემის ფუნქციაა არა მხოლოდ უცხო აგენტებთან, არამედ სიმსივნურად გადაგვარებულ საკუთარ უჯრედებთან ბრძოლაც. ამიტომ სანამ იმუნური სისტემა გამართულად მუშაობს, ონკოლოგიური დაავადება არ გვემართება. ავთვისებიანი პროცესის განვითარება იმუნოდეფიციტის ნიშანია.
იმუნური სისტემის ფუნქციაა არა მხოლოდ უცხო აგენტებთან, არამედ სიმსივნურად გადაგვარებულ საკუთარ უჯრედებთან ბრძოლაც. ამიტომ სანამ იმუნური სისტემა გამართულად მუშაობს, ონკოლოგიური დაავადება არ გვემართება. ავთვისებიანი პროცესის განვითარება იმუნოდეფიციტის ნიშანია.
ვარჯიში ჯანმრთელობისთვის ერთმნიშვნელოვნად სასარგებლოა.
ვარჯიში აჩქარებს ანტისხეულებისა და სისხლის თეთრი უჯრედების ცირკულაციას, რის გამოც ისინი გამომწვევს უფრო ადრე ამოიცნობენ და უფრო ეფექტურადაც უმკლავდებიან. მეცნიერთა ნაწილს მიაჩნია, რომ ვარჯიშის დროს ტემპერატურის ხანმოკლე მატება ბაქტერიების გამრავლებას აფერხებს. დაახლოებით ისევე, როგორც ცხელებით მიმდინარე დაავადებების დროს. კიდევ ერთი თეორიის მიხედვით კი ფიზიკური აქტიურობა ხელს უშლის სტრესის ჰორმონის გამომუშავებას. სტრესი, მოგეხსენებათ, ზრდის დაავადების რისკს. ამის კვალობაზე, სისხლში სტრესის ჰორმონის ნაკლებობა ავად გახდომის ალბათობას ამცირებს.
