Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიჯანმრთელობა

როგორ გავიძლიეროთ იმუნიტეტი

როგორ გავიძლიეროთ იმუნიტეტი

მუნურ სისტემაზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს. ცნობილია, რომ ასაკთან ერთად იცვლება იმუნური სისტემის მუშაობის ტემპი და ეფექტურობა. 

იმუნიტეტის გასაძლიერებლად ბავშვებისთვის აცრები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია! ვაქცინით მართვადი დაავადებებისგან პატარას ვერც ჯანსაღი კვება დაიცავს, ვერც სუფთა ჰაერი. ამ ინფექციათა საწინააღმდეგო ანტისხეულები ორგანიზმში მხოლოდ ორი გზით შეიძლება გამომუშავდეს – ავადმყოფობის გადატანისა და ვაქცინაციიის შედეგად.  ამიტომ პროფილაქტიკური აცრები არ უნდა გამოვტოვოთ.

მოწიფულ ასაკში იმუნიტეტი ყველაზე გამართულად მუშაობს, მერე კი, ასაკის მატების პირდაპირპროპორციულად, მისი აქტივობა, ბრძოლის უნარი ისევ იკლებს, ამიტომ 65 წლიდან ისევ ხშირდება რესპირატორული ინფექციები, გრიპი, პნევმონია… განსაკუთრებით იმატებს ინფექციურ დაავადებათა გართულების ალბათობა.

იმუნური სისტემის ფუნქციაა არა მხოლოდ უცხო აგენტებთან, არამედ სიმსივნურად გადაგვარებულ საკუთარ უჯრედებთან ბრძოლაც. ამიტომ სანამ იმუნური სისტემა გამართულად მუშაობს, ონკოლოგიური დაავადება არ გვემართება. ავთვისებიანი პროცესის განვითარება იმუნოდეფიციტის ნიშანია.

იმუნური სისტემის ფუნქციაა არა მხოლოდ უცხო აგენტებთან, არამედ სიმსივნურად გადაგვარებულ საკუთარ უჯრედებთან ბრძოლაც. ამიტომ სანამ იმუნური სისტემა გამართულად მუშაობს, ონკოლოგიური დაავადება არ გვემართება. ავთვისებიანი პროცესის განვითარება იმუნოდეფიციტის ნიშანია.

ვარჯიში ჯანმრთელობისთვის ერთმნიშვნელოვნად სასარგებლოა. 

ვარჯიში აჩქარებს ანტისხეულებისა და სისხლის თეთრი უჯრედების ცირკულაციას, რის გამოც ისინი გამომწვევს უფრო ადრე ამოიცნობენ და უფრო ეფექტურადაც უმკლავდებიან. მეცნიერთა ნაწილს მიაჩნია, რომ ვარჯიშის დროს ტემპერატურის ხანმოკლე მატება ბაქტერიების გამრავლებას აფერხებს. დაახლოებით ისევე, როგორც ცხელებით მიმდინარე დაავადებების დროს. კიდევ ერთი თეორიის მიხედვით კი ფიზიკური აქტიურობა ხელს უშლის სტრესის ჰორმონის გამომუშავებას. სტრესი, მოგეხსენებათ, ზრდის დაავადების რისკს. ამის კვალობაზე, სისხლში სტრესის ჰორმონის ნაკლებობა ავად გახდომის ალბათობას ამცირებს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *