Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთიUncategorized

ტურისტი, რომელიც სამარიას ხეობის ჩიხიდან ამოიყვანეს, გონს მოვიდა – მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

ტურისტი, რომელიც სამარიას ხეობის ჩიხიდან ამოიყვანეს, გონს მოვიდა – მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

ხანიას გენერალურ საავადმყოფოში მოათავსეს 28 წლის ტურისტი, რომელიც მაშველებმა 25 მეტრი სიღრმის ჩიხიდან ამოიყვანეს სამარიას ხეობაში. 

28 წლის პიტერი ბელგიიდან არის და ბოლო რამდენიმე წელია ჰოლანდიაში მუშაობს. 

დაშავებულს აღენიშნება მრავალგზის მოტეხილობები და დაზიანებები თავის არეში თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

“ხშირად ვმოგზაურობ მარტო და დავდივარ ლაშქრობებზე მთებში. იმ დღესაც გამთენიის 04:00 საათზე გავაჩერე მანქანა, რომელიც კუნძულზე ვიქირავე და  გავყევი ბილიკს. მოულოდნელად მთიდან კლდის ნაწილი ჩამოვარდა და დამეცა, 20 მეტრის სიღრმეზე ისე წამიყოლა რეაგირება ვერ შევძელი. დავშავდი. კიდევ კარგი მოლაშქრეთა გუნდმა გამოიარა. აშკარად მფარველი ანგელოზი მყავს. სხვა შემთხვევაში ვერ გადავრჩებოდი. ძალიან ციოდა და ვერ ვმოძრაობდი.” – აცხადებს დაშავებული.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *