Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიჯანმრთელობა

რამდენად მნიშვნელოვანია წყალი ჩვენი ჯანმრთელობისთვის

რამდენად მნიშვნელოვანია წყალი ჩვენი ჯანმრთელობისთვის

ორგანიზმი წყალს ყველა უჯრედში, ორგანოსა და ქსოვილში იყენებს. წყლის საშუალებით რეგულირდება სხეულის ტემპერატურა, ხდება საკვების მონელება და რეგულირდება ყველა სასიცოცხლო პროცესი.

ადამიანებისთვის უკვე ცნობილია, რომ იმისთვის რომ კანი ჯანსაღად გამოიყურებოდეს აუცილებელია არამხოლოდ ზედაპირული დატენიანება, არამედ საკმარისი ოდენობით სითხის მიღება. კანი ადამიანის ორგანიზმში ყველაზე დიდი ორგანოა. მისი 70 პროცენტი კი წყალია. აღსანიშნავია, რომ გარემო, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, მაგალითად, კონდიცირებული ოთახი კანს აშრობს და მას ნაწილობრივ აზიანებს. ამის საწინააღმდეგოდ საუკეთესო გზა კი უბრალოდ წყლის დალევაა.

ტვინის 85 პროცენტი წყალია და თუ თქვენს ორგანიზმში ჰიდრაციის მაჩვენებელი დაიკლებს, ამას თავადაც იგრძნობთ. თავის ტკივილი, გაუარესებული კონცენტრაცია და მეხსიერება, ეს ის სიმპტომებია, რომელიც გაუწყლოებამ შეიძლება გამოიწვიოს. 

ღვიძლის 73 პროცენტი წყალია. ამ ორგანოს ერთ-ერთი ფუნქცია ცხიმის ენერგიად გარდაქმნაა. ღვიძლში ასევე იფილტრება ორგანიზმში არსებული ტოქსინები, ამ ყველაფრისთვის კი წყალია საჭირო. 

შესაძლოა სასაცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ სუნთქვისთვის წყალი აუცილებელია. ჟანგბადის მისაღებად და ნახშირორჟანგის გამოსაყოფად ჩვენი ფილტვები მუდმივად დატენიანებული უნდა იყოს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *