Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

ყოფილი პარტნიორის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი მამაკაცი ინტერპოლით ძებნილი აღმოჩნდა

თითქმის ორი თვე დასჭირდა 38 წლის ბულგარელის გამოჯანმრთელებას, რომელიც 2 სექტემბერს მესინიაში რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე სისხლით გაჟღენთილი იპოვეს მას შემდეგ, რაც მასზე თავდასხმა განხორციელდა, მაგრამ ის ციხეში გადაიყვანეს, რადგან მის წინააღმდეგ ინტერპოლის საერთაშორისო ძებნის ორდერი იყო გაცემული სამშობლოში ჩადენილი ძარცვისთვის!

ყველაფერი 1 სექტემბერს დაიწყო, როცა 38 წლის მამაკაცის ნათესავებმა გარგალიანის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებს მისი გაუჩინარების შესახებ შეატყობინეს.

ძიების შედეგად, მეორე დღეს უცხოელი მძიმედ დაშავებული იპოვეს და მის გადასაყვანად სასწრაფო დახმარების ჯგუფის გამოძახება გახდა საჭირო.

მოგვიანებით გაირკვა, რომ თავის არეში დაზიანებები მისმა 26 წლის  ყოფილმა პარტნიორმა ქვის დარტყმით მიაყენა, შეხვედრის დროს კამათის შემდეგ. თავდამსხმელთან ერთად მისი 29 წლის თანამემამულე იყო, მაგრამ ის უკვე წასული იყო, როცა ახალგაზრდა ქალი 38 წლის მამაკაცს თავს დაესხა.

დაშავებული თავდაპირველად მკურნალობდა კიპარისის საავადმყოფოში, მაგრამ მიყენებული კრანიოცეფალიური დაზიანებების სიმძიმის გამო იგი პატრას საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობდა. ის გამოჯანმრთელდა და გასულ ხუთშაბათს გაწერეს, მაგრამ დააკავეს, რადგან, მისმა ყოფილმა პარტნიორმა და ინციდენტის დროს მასთან ერთად მყოფმა მისმა 29 წლის თანამემამულემ დაშავებულს მათი გატაცების მცდელობის ბრალდებით უჩივლეს.

თუმცა, ამ ორ  ინციდენტზე ადგილობრივი სამმართველოს პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩატარებული წინასწარი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 38 წლის ბულგარელი სამშობლოში ჩადენილი დანაშაულის გამო თავისი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების მიერ წითელი ცირკულარით იძბნებოდა, ამიტომ პროკურატურამ მისი პატიმრობაში დატოვების ბრძანება გასცა,სანამ მისი ექსტრადიციის საკითხი არ გადაწყდება.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *