ილია: ძმა დას ყელში სწვდა და მოკვლით დაემუქრა
ილია: ძმა დას ყელში სწვდა და მოკვლით დაემუქრა
patrisnews.com-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ქალი, რომელსაც თავს დაესხნენ საზღვარგარეთცხოვრობს და საბერძნეთში ოჯახთან ერთად აღდგომის გასატარებლად იყო ჩამოსული. ერთ-ერთი ოჯახური თავყრილობის დროს 30 წლის გოგოს 29 წლის ძმასთან შელაპარაკება მოუვიდა. კამათის დროს ძმა წყობილებიდან გამოვიდა და დას თავს დაესხა. ყელში სწვდა და სიტყვიერად მოკვლით დაემუქრა, რამაც დაში შიში აღძრა და შოკი გამოიწვია.
შეშინებული გოგო დაუყოვნებლივ განყოფილებისკენ გაემართა და პოლიციას ამცნობა მომხდარის შესახებ.
Facebook Comments Box
