Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთიისტორიული ფაქტები

გერმანიის პრეზიდენტმა ბოდიში ბერძნულად მოიხადა

გერმანიის პრეზიდენტმა ბოდიში ბერძნულად მოიხადა

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი კუნძულ კრეტაზე მდებარე სოფელ კანდანოსს ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში დაათვალიერა ჰოლოკოსტის მემორიალური მუზეუმი და ყოფილი მერიის შენობაში სიტყვით გამოვიდა.

შტაინმაიერმა სიტყვით გამოსვლისას იმედოვნა, რომ აღარასდროს მოუწევდა კაცობრიობას იმ საშინელი გამოცდილების გავლა, როგორიც სოფელი კანდანოსის მაცხოვრებლებმა ნაცისტური გერმანიის ჯარისკაცების ხელში გაიარეს. შეგახსენებთ, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს 1941 წლის 3 ივნისს, ერთი დღის შემდეგ რაც გერმანელმა ჯარისკაცებმა მრავალი კონდომარის მაცხოვრებელი გაჟლიტეს. გერმანელმა ჯარისკაცებმა კანდანოსის მაცხოვრებლების დასასჯელად, რადგან ბერძნებმა გერმანელების შეტევას ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს, ადგილობრივი ექიმი აიძულეს მოეწოდებინა მისი თანასოფლელებისთვის შეკრებილიყვნენ სოფლის ერთ კონკრეტულ წერტილში იმ პირობით, რომ ჯარისკაცები მათ არაფერს დაუშავებდნენ. თუმცა სოფლის მაცხოვრებლები გერმანელებს ჩანაფიქრს მიუხვდნენ და დათქმულ ადგილას არავინ მივიდა. განრისხებულმა გერმანელებმა მთელი სოფელი გადაწვეს, ამოხოცეს ვინც კი გზაზე გადაეღობათ და წლების მანძილზე არ მისცეს უფლება ადგილობრივებს საკუთარ მიწაზე სახლები აეშენებინათ. 

გერმანიის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ასევე განაცხადა, რომ ბერძნულ-გერმანული მეგობრობის ფონდი სწორედ ამ საზარელი მოვლენების ხსოვნის შესანარჩუნებლად მუშაობს და ცდილობს გამოიყენოს მაგალითად მომავლისთვის, რომ მსგავსი სასტიკი რეალობის წინაშე აღარასდროს დავდგეთ. შტაინმაიერმა სოფელ კანდანოსს გერმანიის სახელით ბერძნულად მოუხადა ბოდიში და პატიება ითხოვა, თუმცა ზიანის ანაზღაურებაზე არაფერი უთქვამს და მან ზოგადად სიტყვა კომპენსაციის ხსენებასაც კი თავი აარიდა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *