საბერძნეთი: ტემპერატრის მკვეთრი ვარდნა და ძლიერი ქარები
საბერძნეთი: ტემპერატრის მკვეთრი ვარდნა და ძლიერი ქარები
ჩრდილოეთის ქარების სიმძლავრე 9 ბოფორამდე მოიმატებს მომდევნო 2 დღის განმავლობაში, ხოლო ტემპერატურა კი საგრძნობლად იკლებს:
“მომდევნო 2 დღის განმავლობაში ეგეოსის ზღვის მიმდებარე ტერიტორიებზე გაბატონდება ქარიშხალი, დაუბერავს ჩრდილო-აღმოსავლეთის ძლიერი ქარები, რომელთა სიმძლავრეც 9 ბოფორამდე მოიმატებს. მათთვის, ვისაც ამ დღეებში მოგზაურობა აქვს დაგეგმილი, უმჯობესია მიმართონ პორტს, რათა დააზუსტონ გავა თუ არა სასურველი მიმართულებით გემი. სრულიად შესაძლებელია, რომ გაიცეს გემების გასვლის აკრძალვა ძლიერი ქარების გამო.” – აცხადებს თოდორის კოლიდასი.

Facebook Comments Box
