დიდი ფსიქოლოგიური ტრავმა იყო ჩემთვის, როცა ექიმებმა მითხრეს, რომ შვილის ყოლას ვერასდროს შევძლებდი – აცხადებს ერიკა პრეზერაკუ
დიდი ფსიქოლოგიური ტრავმა იყო ჩემთვის, როცა ექიმებმა მითხრეს, რომ შვილის ყოლას ვერასდროს შევძლებდი – აცხადებს ერიკა პრეზერაკუ
2020 წელს მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ, რომლის შედეგადაც ერიკა პრეზერაკუ მძიმედ დაშავდა, განათლების გუბერნატორის მოადგილის თითის ამპუტაცია გახდა საჭირო. ძლიერმა სისხლდენამ ერიკა პრეზერაკუს ორგანიზმში მნიშვნელოვანი ჰორმონალური დარღვევები გამოიწვია და სწორედ ეს გახდა მიზეზეი იმისა, რომ ის შვილის ყოლას ბუნებრივი გზით ვეღარასდროს შეძლებდა.
ერიკა პრეზერაკუმ გადაცემა “სჯობს გვიან”-ში მომხდარზე ისაუბრა: “კატერზე იმდენად მძიმედ დავშავდი, რომ შეიძლება მოვმკვდარიყავი კიდეც. ძლიერმა სისხლდებამ მნიშვნელოვანი ჰორმონალური დარღვევები გამოიწვია და ენით აღუწერელი იყო ის ტკივილი, როცა თითის ამპუტაციისა და ჰორმონალური დარღვევების ფონზე, იმ უსიამოვნო ამბავის მოსმენის შემდეგ მივიღე, რაც ექიმებმა მაცნობეს. ექიმმა მითხრა, რომ ვერასდროს შევძლებდი გავმხდარიყავი დედა. ძალიან ძვირად დამიჯდა ეს ამბავი.. ძალიან რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ვიყავი დიდი ხნის განმავლობაში.”
