აივნის ნაწილი მოწყდა და ხილ-ბოსტანის ბაზარში გაშლილ დახლს ზედ დაეცა – უბედური შემთხვევის შედეგად 1 გამყიდველი მსუბუქად დაშავდა
აივნის ნაწილი მოწყდა და ხილ-ბოსტანის ბაზარში გაშლილ დახლს ზედ დაეცა – უბედური შემთხვევის შედეგად 1 გამყიდველი მსუბუქად დაშავდა
დიდი აურზაური გამოიწვია კუნძულ კრეტაზე, ირაკლიოში, ზმირილიუს ქუჩაზე გაშლილი ხილ-ბოსტანის ბაზარში, ჩამოვარდნილმა აივნის ნანგრევებმა.
უბედური შემთხვევა შუადღის საათებში მოხდა. ჩამოვარდნილი აივნის ნანგრევები ჯერ პირველი სართულის აივანს დაეცა, შემდეგ კი ბაზარში გაშლილ დახლს. საბედნიეროდ გამყიდველი, რომლის დახლსაც ყველაზე დიდი მატერიალური ზიანი მიადგა, აივნის ჩამონგრევის დროს ყავის საყიდლად იყო გასული და არ დაშავებულა. მსუბუქად დაშავდა მოპირდაპირე დახლის გამყიდველი.
“ერთ-ერთ გამყიდველს ყველაზე დიდი მატერიალური ზიანი მიადგა, თუმცა სახლის მეპატრონემ განაცხადა, რომ ზიანს სრულიად აანაზღაურებს. სახლის მეპატრონე თავადაც შოკშია.” – აცხადებს ხილ-ბოსტანის ბაზრის პრეზიდენტი პანდელის პაპადაკისი.
