Latest news
პროკურორმა 89 წლის კაცის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო თეთრი ბუშტებით გააცილეს 13 წლის კონსტანტინე  ვოლოსის მერი 3 თვის განმავლობაში უპატრონოდ დარჩენილი ძაღლების ევთანაზიის მომხრეა  45 წლიანი კარიერის შემდეგ პილოტის ბოლო გულისამაჩუყებელი დაშვება 1 მაისი: საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების განრიგი 1 მაისი - მშრომელთა საერთაშორისო დღე შრომის დღისადმი მიძღვნილი გაფიცვა და აქცია ათენის ცენტრში დღეს ათენის ცენტრი  დილის საათებში გადაიკეტება სალონიკი: წამითაც კი არ დავფიქრებულვარ, ყველაფერი ისე სწრაფად და სპონტანურად მოხდა - აცხადებს 18 წლი... საბერძნეთი დემოგრაფიული პრობლემის წინაშე დგას
პარასკევი, მაისი 1, 2026
საბერძნეთიUncategorized

სახანძრო სამსახური 137 ვაკანტურ ადგილს შეავსებს – სანერძნეთის სახელმწიფომ ხანძარსაწინააღმდეგო პერიოდისთვის მომზადება დაიწყო

სახანძრო სამსახური 137 ვაკანტურ ადგილს შეავსებს – სანერძნეთის სახელმწიფომ ხანძარსაწინააღმდეგო პერიოდისთვის მომზადება დაიწყო

137 მეხანძრის ასაყვანად უკვე გამოაცხადა კონკურსი საბერძნეთის სახანძრო სამსახურმა. 

აღნიშნული ღონისძიება ერთ-ერთია იმ მრავალ ღონისძიებათა შორის, რომელსაც საბერძნეთის სახელმწიფო გაატარებს ხანძარსაწინააღმდეგო პერიოდში ცეცხლის გაჩენის პრევენციისთვის.

შეგახსენებთ, რომ ხანძარსაწინააღმდეგო ზომები ოფიციალურად 1 მაისიდან ამოქმედდა, რადგან გაზაფხულის მოსვლასთან ერთად ტემპერატურამაც მოიმატა, ხოლო ტემპერატურის მატებასთან ერთად კი ხანძრის გაჩენის რისკიც იმატებს. სწორედ ამიტომ კლიმატის ცვლილებისა და სამოქალაქო დაცვის მინისტრმა, იანნის კეფალოიანისმა საბერძნეთის სახანძრო სამსახურთან, ათენის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ წარმომადგენლებთან, შეიარაღებული ძალებისა და პოლიციის ოფიცრებთან და სხვა პასუხისმგებელ ორგანოებთან ერთად დაიწყო მუშაობა ხანძარსაწინააღმდეგო გეგმაზე, რომელიც მაქსიმალურად მოახდენს ხანძრის პრევენციას სრულიად ქვეყნის მასშტაბით.

შეხვედრის მთავარი მიზანი იყო სრული მზადყოფნის გამოცხადება დღეიდან, მთელი ზაფხულის განმავლობაში, რათა მაქსიმალურად დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე და გარემო.

იანნის კეფალოიანისმა განაცხადა, რომ ძალიან რთული გამოწვევის წინაშე ვდგავართ: “სამწუხაროდ არ გვაქვს სამომავლოდ არცერთი კარგი “სცენარი”, რომელიც ჩვენს სასარგებლოდ შეიძლება განვითარდეს. ეს კი იმიტომ, რომ კლიმატური ცვლილებები უკვე საკმაოდ რთული ფორმით გვევლინება და აღნიშნულ სტიქიებთან ბრძოლა ხშირად ადამიანების ძალებს სცდება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *