Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიUncategorized

ანო გლიფადა: ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ მეზობლები ცდილობდნენ 56 წლის ქალის გადარჩენას, რომელიც ნიაღვარმა წაიღო

ანო გლიფადა: ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ მეზობლები ცდილობდნენ 56 წლის ქალის გადარჩენას, რომელიც ნიაღვარმა წაიღო

ვრცელდება ვიდეომასალა, რომელშიც ნათლად ჩანს, თუ როგორ წაიღო ნიაღვარმა 56 წლის ქალი და ავტომანქანის ქვეშ გამოამწყვდია. 

ვიდეოს, რომელსაც protothema.gr-ი ავრცელებს, ჩანს თუ როგორ ცდილობენ მეზობლები ქალის გადარჩენას. 

უბედური შემთხვევა კირილუსა და მეთოდიუს ქუჩების კვეთაზე დაფიქსირდა. მეზობლებიდან ერთ-ერთი შეუჩერებლად ცდილობს გამოიყვანოს მანქანის ქვეშ გაჭედილი ქალი, სანამ შემთხვევის ადგილზე სახანძრო სამსახური მივა.

მეზობლები აცხადებენ, რომ ქალი როდესაც ნიაღვარმა მანქანის ქვეშ შეაგდო, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო თუმცა წყლიდან თავის ამოწევა ვერ შეძლო და სწორედ ეს გახდა დახრჩობის მიზეზი. 

ჟურნალისტებთან ავტომანქანის მფლობელის დედამ ისაუბრა: “გარედან  ხმები მესმოდა: “ქალი, ქალი”. ჩემი ქმარი ამ დროს უკვე გარეთ იყო და ქალის გამოყვანას ცდილობდნენ მანქანის ქვემოდან. ჩემი შვილის მანქანის ქვეშ გაიჭედა. რამდენადაც ჩემმა ქმარმა მითხრა იმ მომენტში ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, რადგან მარცხენა ფეხს ამოძრავებდა. სცადეს გამოეყვანათ, მაგრამ მანქანის აწევა ვერ შეძლეს. როგორც ჩემი მეუღლე ამბობს სავარაუდოდ დაიხრჩო. ცოცხალი იყო.. მაგრამ სანამ სახანძრო მოვიდა დაიხრჩო..” 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *