კვირა წვიმებითა და ტემპერატურის საგრძნობი ვარდნით იწყება
კვირა წვიმებითა და ტემპერატურის საგრძნობი ვარდნით იწყება
მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში მერყევი იქნება ამინდი საბერძნეთის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ტემპერატურა 5-7 გრადუსით იკლებს და აფრიკული მტვერი ატმოსფეროდან გადინებას დაიწყებს.
მეტეოროლოგი თოდორის კოლიდასის მიერ გაკეთებული ამინდის პროგნოზის თანახმად განსაკუთრებით წვიმიანი იქნება დღევანდელი დღე და სამშაბათი, 12 და 13 მაისი.
რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ორშაბათს, 12 მაისს შუადღიდან მზიან ამინდს ღრუბლიანი ამინდი ჩაანაცვლებს, დაუბერავენ 2-4 ბოფორი სიმძლავრის ჩრდილოეთის ქარები, თუმცა შუადღის შემდეგ სამხრეთის ქარები აფრიკული მტვერის შემოდინებას გაზრდიან ატმოსფეროში.
ტემპერატურა დედაქალაქში 16-დან 26 გრადუსამდე იმერყევებს.
Facebook Comments Box
