Latest news
ლავრიო: 32 წლის კაცმა ყოფილი შეყვარებული და მისი პარტნიორი დაჭრა საბერძნეთის საგადასახადო სამსახური მოქალაქეების უკეთ მომსახურების მიზნით ახალ დეპარტამენტს დაიმატებს უამინდობის ფენომენი კუნძულ კრეტაზე  ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა
შაბათი, ოქტომბერი 3, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

რატომ არის მნიშვნელოვანი საავადმყოფოების შეფასების სისტემის დანერგვა

რატომ არის მნიშვნელოვანი საავადმყოფოების შეფასების სისტემის დანერგვა

საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ იწყება საავადმყოფოების შეფასების ახალი ეტაპი, რომელშიც პირველად ჩაერთვებიან ონკოლოგიური და პედიატრიული პაციენტები. შეფასების სისტემა უკვე მოქმედებს ქვეყნის 114 საავადმყოფოსა და 706 კლინიკაში.

მინისტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის პაციენტებს თითქმის 500 000 შეტყობინება გაეგზავნათ, საიდანაც კითხვარები დაახლოებით 90 000-მა ადამიანმა (19%) შეავსო.

ახალი პროგრამის ფარგლებში თავდაპირველად შეფასების შესაძლებლობა ექნებათ იმ ონკოლოგიურ პაციენტებს, რომლებმასაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდათ. 2026 წლის ბოლომდე სისტემაში ჩაერთვებიან ქიმიოთერაპიის პაციენტებიც, ხოლო 2027 წლის პირველ ნახევარში სხივური თერაპიის მიმღები პაციენტები.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჯანდაცვის სამინისტრო ამ კატეგორიის პაციენტების გამოცდილებას ასეთი დეტალური მიდგომით შეისწავლის. პედიატრიული პაციენტების შემთხვევაში კითხვარებს მათი მშობლები ან კანონიერი მეურვეები შეავსებენ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, მარიოს თემისტოკლეუსმა, აღნიშნა, რომ პაციენტების შეფასებები უზრუნველყოფს საბერძნეთის ეროვნული ჯანდაცვის სისტემის მაღალი ხარისხის მომსახურებას, ხოლო წაწრსულში მიღებული შეფასებები სხვა, უფრო დიდი ქვეყნების ჯანდაცვის სისტემების მაჩვენებლებს შეესაბამება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *