საბერძნეთის ტერიტორიაზე მერყევი ამინდი პარასკევამდე გასტანს
საბერძნეთის ტერიტორიაზე მერყევი ამინდი პარასკევამდე გასტანს
ტელემაუწყებელი Star-ის მეტეოროლოგისა და საბერძნეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სადგურის ყოფილი დირექტორის, თოდორის კოლიდასის მიერ გაკეთებული ამინდის პროგნოზის თანხმად ატმოსფეროს ზედა მასების გამუდმებული გარღვევისა და ცივი ჰაერის შემოდინება იწვევს მერყევი ამინდის სრულიად საბერძნეთის მასშტაბით გაბატონებას. თუმცა აღნიშნული უამინდობის ფენომენი დიდხანს არ გასტანს. პარასკევიდან მოსალოდნელია ტემპერატურის მატება, რასაც ატმოსფეროში აფრიკული მტვერის ხელახალი შემოდინება გამოიწვევს.
აფრიკის მტვერის შემოდინებაზე საუბრობს ტელემაუწყებელი Alpha-ს მეტეოროლოგი ღიორღოს ცატრაფილიასიც, რომელიც აცხადებს, რომ განსაკუთრებულ გავლენას მტვერის შემოდინება ცენტრალურ და სამხრეთ საბერძნეთზე მოახდენს. აღნიშნული ამინდის ფენომენის გამო ტემპერატურა ჩრდილოეთ კრეტაზე 32-33 გრადუსამდეც კი მოიმატებს.
