Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

სალონიკი: 48 წლის მასწავლებელს ბრალი 11 წლის მოსწავლისთვის ეროტიული ხასიათის შემცველი შეტყობინების გაგზავნაში ედება

სალონიკი: 48 წლის მასწავლებელს ბრალი 11 წლის მოსწავლისთვის ეროტიული ხასიათის შემცველი შეტყობინების გაგზავნაში ედება

სალონიკის ერთ-ერთი კერძო სკოლის მასწავლებელს ბრალი 11 წლის გოგონას სექსუალურ შევიწროებაში ედება.

არასრულწლოვანთა დაცვის დეპარტამენტმა გამოძიება საჩივრის მიღების შემდეგ დაიწყო. გოგონას მიერ მიცემულ ჩვენებაზე დაყრდნობით ინფორმატიკის მასწავლებელმა მარტის თვეში მას სოც.მედიის საშუალებით გაუგზავნა ეროტიული ხასიათის შემცველი შეტყობინება.

გამოძიება დაინტერესებულია არსებობენ თუ არა სხვა მსხვერპლებიც, სწორედ ამიტომ საჭიროდ ჩაითვალა ბრალდებულის სახლის ჩხრეკა. ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ლეპტოპი, მობილური ტელეფონი და 2 ფლეშკა. აღნიშნული ელ.მოწყობილობები გაიხსნება და შესწავლილ იქნება სპეციალური პასუხისმგებელი ორგანოს მიერ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *