Latest news
ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის... დაღუპულ მეხანძრეებს კოლეგებმა წუთიერი დუმილითა და თეთრი ყვავილებით მიაგეს პატივი პოლიტექნიკური უნივერსიტეტი: რატომ მიიღეს უნივერსიტეტის შენობის დაკეტვის გადაწყვეტილება სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდის გეგმას მუნიციპალიტეტების მერები აპროტესტებენ პოლიცია პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების წლისთავისთვის გაძლიერებულ მზადყოფნაშია საბერძნეთის სურსათისა და მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაციის თანამშრომელი: „აღმოჩენილი პრეპარატები ... პატრა: ოთხი თვის ჩვილის მშობლებს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედებათ ბრალი
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

კორპუსის ბოლო სართულიდან ჩამოცვენილმა მარმარილოებმა 59 წლის კაცის სიცოცხლე იმსხვერპლა – ბინის მეპატრონე დააკავეს

კორპუსის ბოლო სართულიდან ჩამოცვენილმა მარმარილოებმა 59 წლის კაცის სიცოცხლე იმსხვერპლა – ბინის მეპატრონე დააკავეს

ექიმების თავდაუზოგავი მცდელობებისდა მიუხედავად 59 წლის პაციენტი გარდაიცვალა. შეგახსენებთ, რომ 59 წლის კაცი ხუთშაბათს ღამით მძიმედ დაშავდა რიღა ფერეუსა და ღუნარის ქუჩების კვეთაზე, პატრას ცენტრში.

დაშავების მიზეზი კი კორპუსის ბოლო სართულიდან ჩამოცვენილი მარმარილოს ფილები და ნაშალი მასალა იყო, რომლებიც გამვლელს თავში დაეცა.

გარდაცვლილს 2 შვილი და მეუღლე დარჩა. ის მის ოჯახთან ერთად ზარუხლეიკონის უბანში ცხოვრობდა.

გამოძიებისთვის ჯერ კიდევ უცნობია, თუ როგორ მოხდა უბედური შემთხვევა. თუმცა იმ საბედისწერო დროს გარდაცვლილი ტროტუარზე მის მეუღლესთანე რთად მიდიოდა.

პოლიციის განყოფილებაში გუშინდელი ღამიდან იმყოფება ბინის მეპატრონე, რომელსაც ბრალს დღეს წაუყენებენ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *