Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ტრიკალა: დღეს 30 წლის სტეფანოსს დაკრძალავენ, რომელიც საქორწინო წვეულებაზე ზღვაში დაიხრჩო

ტრიკალა: დღეს 30 წლის სტეფანოსს დაკრძალავენ, რომელიც საქორწინო წვეულებაზე ზღვაში დაიხრჩო

ტრიკალაში დაკრძალავენ 30 წლის სტეფანოსს, სულ ცოტახანში, რომლის სიცოცხლეც კუნძული ლეფკადას სანაპიროზე გამძვინვარებულმა ტალღებმა იმსხვერპლეს.

დაკრძალვას ესწრება მისი საცოლე მართა ღალანი, მისი მშობლები კოსტას და დაფნი კემუ, მისი და ვენია, ნათესავები და ოჯახის ახლი მეგობრები. 

 

შეგახსენებთ, რომ ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე 30 წლის სტეფანოსმა, რომელიც წინა საქორწინო წვეულებისთვის ესტუმრა კუნძულს და კათიზმას სანაპიროზე დაიხრჩო.

სულ რაღაც 20 დღეში უნდა ჰქონოდა ქორწილი ახალგაზრდას, რომელმაც კვირას შუადღეს ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე კუნძულ ლეფკადას ერთ-ერთ ყველაზე თვალწარმტაც, მაგრამ ამავდროულად სახიფათო სანაპირო, კათიზმაზე. აღნიშნული სანაპირო ცნობილია მძვინვარე ტალღებითა და სიღრმით.

ახალგაზრდა ტრიკალადან კუნძულზე მეგობრბებთან ერთად ე.წ bachelor ფართისთვის ჩავიდა. როგორც პრესისთვის გახდა ცნობილი 30 წლის სტეფანოსი განსაკუთრებით გეგმავდა წინასაქორწინო წვეულებას, იმ საბედისწერო დღეს კი გადაწყვიტა უამინდობის შედეგად კიდევ უფრო გამძვინვარებულ ტალღებში გაეცურა და სწორედ ეს გახდა დახრჩობის გამომწვევი მიზეზიც. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ და მაშველებმა ახალგაზრდა წყლიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს. მისი მეგობრების განცხადების თანახმად წყლიდან ამოყვანისას მას უკვე პულსი აღარ ესინჯებოდა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *