Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

თვითმკვლელობა სცადა 17 წლის პოლონეთის მოქალაქემ, რომელსაც ბრალი 16 წლის გოგონას მკვლელობაში ედება

თვითმკვლელობა სცადა 17 წლის პოლონეთის მოქალაქემ, რომელსაც ბრალი 16 წლის გოგონას მკვლელობაში ედება

სალონიკის სააპელაციო სასამართლომ 17 წლის პოლონეთის მოქალაქის პოლონეთისთვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო.

სასამართლოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა დღეს დილით თვითმკვლელობა სცადა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბრალდებულმა თეთრეულით სცადა თავის ჩამოხრჩობა. თვითმკვლელობის მცდელობამდე კი დედამისს დაურეკა და გამოემშვიდობა.

შეგახსენებთ, რომ შემზარავი მკვლელობის საქმე საბერძეთის ტერიტორიაზე გაიხსნა, როცა არასრულწლოვანი პოლონეთის მოქალაქე ქალაქ კატერინიში დააკავეს.

ახალგაზრდა საბერძეთს ტურისტული კომპანიის მიერ ორგანიზებული ტურისტულ ჯგუფთან ერთად ეწვია დასასვენებლად. დაკავებულს ბრალი ედება 16 წლის Maja Kowalska-ს მკვლელობაში. გამოძიების ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად გოგონა 23 აპრილს მოკლეს.

ივარაუდება, რომ ახალგაზრდამ 16 წლის გოგონა ნაჯახით, ან ჩაქუჩით მოკლა. შემდგომ კი მისი ცხედარი დაწვა ქიმიური ნივთიერებით და ნაგვის ყუთში გადაადგო. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *