Latest news
შავი პარასკევი: 4 რჩევა, რომელსაც მომხმარებლებმა უნდა გაითვალისწინონ სამუდამო პატიმრობა მიესაჯა 33 წლის ალჟირის მოქალაქეს, რომელსაც 3 წლის შვილის დახრჩობა ედებოდა ბრალად აფეთქება პლაკაზე: ექსპერტების დასკვნა სასამართლოს გადაეცა ათენი: 61 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს პირღოს: ახალშობილი 3 500 ევროდ გაყიდეს და მიღებული თანხით Citroën Xsara შეიძინეს  ცევასის ჩანაწერები პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების შესახებ Ελληνικό Μετρό: კიფსელის მაცხოვრებლების სახლებიდან გამოყვანის საჭიროება არ არსებობს ბავშვთა დახმარება A21: 27 ნოემბრიდან ისევ იხსნება ელ.პლატფორმა განცხადებების მისაღებად გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების მიზეზად პროპოფოლი დასახელდა მასშტაბური ღონისძიებები პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში
შაბათი, ნოემბერი 21, 2026
Uncategorizedსაბერძნეთი

ფსილორიტში დაკარგული ტურისტი მასშტაბური სამძებრო სამუშაოების შემდეგ ცოცხალი იპოვეს

ფსილორიტში დაკარგული ტურისტი მასშტაბური სამძებრო სამუშაოების შემდეგ ცოცხალი იპოვეს

მასშტაბური სამძებრო სამუშაოები დაიწყო გუშინ საღამოს ფქილორიტში დაკარგული ტურისტის საპოვნელად.

cretapost-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 58 წლის ტურისტი გერმანიიდან გუშინ შუადღეს ტურისტულ ჯგუფთან ერთად კუნძული კრეტას სილამაზით დასატკბობად გავიდა, 58 წლის კაცი ტურისტულ ჯგუფს ჩამოშორდა და ცოტახანში მისი კვალის პოვნა ვერსად შეძლეს.

პოლიციაში შესული განცხადებისთანავე შედგა 13 კაციანი დაჯგუფება სამძებრო სამუშაოების ჩასატარებლად. სახმელეთო ძალებს დაკარგული ტურისტის პოვნაში ეხმარებოდა დრონიც.

საბედნიეროდ 58 წლის გერმანელი ტურისტი სამაშველო გუნდმა ცოცხალი იპოვა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ტურისტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და უკვე გადაყვანილია სასტუმროში, სადაც გაუჩინარებამდე ცხოვრობდა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *