ავტოსაგზაო შემთხვევამ 80 წლის კაცის სიცოცხლე იმსხვერპლა
ავტოსაგზაო შემთხვევამ 80 წლის კაცის სიცოცხლე იმსხვერპლა
კვირას ღამით მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ ორეოკასტროში 80 წლის კაცის სიცოცხლე იმსვერპლა.
უბედური შემთხვევა ღამის 22:00 საათზე სიმახიკის ქუჩაზე, ორეოკასტროსკენ მიმავალ ნაკადში მოხდა. გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელ მიზეზთა გამო 80 წლის კაცმა საჭეზე კონტროლი დაკარგა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და განათების ბოძს შეეჯახა.
ძლიერი შეჯახების შედეგად ავტომანქანის მძღოლი ადგილზევე დაიღუპა.
Facebook Comments Box
