Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

არახთო: არც კი დავფიქრებულვარ ისე ჩავიფიქრე ღრმად და გადავხტი – აცხადებს კაცი, რომელმაც ბავშვები წყლიდან ამოიყვანა

არახთო: არც კი დავფიქრებულვარ ისე ჩავიფიქრე ღრმად და გადავხტი – აცხადებს კაცი, რომელმაც ბავშვები წყლიდან ამოიყვანა

გოგა ლევიანი იყო ადამიანი, რომელიც დაუფიქრებლად გადაეშვა მდინარეში ბავშვების გადასარჩენად. 

გოგამ protothema.gr-თან საუბრისას განაცხადა: “კაფეში ვიყავი როცა ბავშვი მოტოციკლით მოვარდა და შველა ითხოვა. შეშინებული ყვიროდა რომ 2 ბავშვი იხრჩობოდა მდინარეში. არც დავფიქრებულივარ ისე გავიქეცი. ჩავჯექი მანქანაში და შემთხვევის ადგილზე მივედი. ძებნა დავიწყე თვალით, რომ მენახა სად იყვნენ. შემდეგ პატარა ნავით შევედით წყალში. ერთხელ ჩავყვინთე და ვერაფერი ვნახე. მეორედ უკვე ღრმად ჩავისუნთქე და უფრო ღრმადაც ჩავყვინთე, დაახლოვებით 8 მეტრის სიღრმეზე. სწორედ იქ იყო ერთ-ერთი მათგანი, უძრავ მდგომარეობაში, სახე სულ გაჩავებული ჰქონდა, ხელ-ფეხი გაშლილი. ძლივს ამოვიყვანე ნაპირზე. სწორედ მაშინ გავიგე, რომ მეორეც იპოვეს, ისევ ჩავყვინთე რამდენჯერმე და ბოლოს მეორე ბიჭიც ვიპოვეთ. როცა მეორე ამოვიყვანე წყლიდან ცხვირ-პირიდან სისხლი სდიოდა, ძალიან შემეშინდა.
ერთ-ერთი მათგანი ჩემი გოგოს ასაკის არის. არ მაინტერესებს ვინ არიან, ან რა ეროვნების ან სარწმუნოების. მეც უცხოელი ვარ. მთავარია ადამიანობა შევინარჩუნოთ. გავაკეთე ის, რასაც გააკეთებდა ნებისმიერი მამა ჩემს ადგილას. მხოლოდ მათი ჯანმრთელობა მადარდებს, იმედია გადარჩებიან.” 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *