ავტომანქანების გამოფენას უცნობმა პირებმა აალებადი ნივთიერებით სავსე ბოთლები დაუშინეს
ავტომანქანების გამოფენას უცნობმა პირებმა აალებადი ნივთიერებით სავსე ბოთლები დაუშინეს
უცნობმა პირებმა განზრახ გაუჩინეს ცეცხლი ავტომანქანების გამოფენას დღეს გამთენიისას, კიფისიაში.
აღნიშული შემთხვევა გამთენიის 04:20 საათზე დაფიქსირდა. სწორედ ამ დროს შევიდა სახანძრო სამსახურში ზარი.
ავტომანქანების სავაჭრო გამოფენა კიფისიაში, კერძოდ მუსონის ქუჩაზე მდებარეობს.
მეხანძრეების მყისიერი რეაგირების შედეგად ცეცხლი დიდ ტერიტორიას არ მოსდებია, თუმცა 1 მანქანა სრულიად დანახშირდა, ხოლო მეორეს კი მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა.
მიმდინარეობს გამოძიება დამნაშავეების ვინაობის დასადგენად.


Facebook Comments Box
