Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

სალონიკი: ექიმი ქრთამის აღებისთვის დააკავეს

სალონიკი: ექიმი ქრთამის აღებისთვის დააკავეს

სალონიკში, ერთ-ერთი სახელმწიფო საავადმყოფოს ექიმი ქრთამის აღებისთვის დააკავეს.

პოლიცია ექიმის ასაყვანად პაციენტის მიერ გაკეთებული საჩივრის შემდეგ მივიდა.

59 წლის პაციენტმა საჩივარში განაცხადა, რომ ექიმმა მას 300 ევრო მოსთხოვა  დაგეგმილი ბიოფსიის პროცედურის ჩასატარებლად. პოლიციისა და პაციენტის მიერ მოხდა მოთხოვნილი ოდენობის თანხის დანომვრა და სამართალდამცავმა ორგანოებმა სწორედ ამ თანხის აღების პროცესში დააკავეს ექიმი.

დაკავებული ექიმის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ქრთამის აღებისთვის.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა დაკავებული გაწეული მომსახურების სანაცვლოდ პაციენტისგან თანხას ითხოვს.

მას 4-ჯერ ედებოდა ბრალი ქრთამის აღებაში, თუმცა 4 ჩატარებული სასამართლო პროცესიდან 2-ჯერ გამამართლებენი განაჩენი გამოვიდა.

ბოლოს, 60 წლის ექიმი გასულ ოქტომბერს გაასამართლეს და შეეფარდა 3 წლიანი პირობითი პატიმრობა. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *