ავტომანქანა ჯერ ავტობუსს, შემდეგ კი 3 გაჩერებულ მანქანას შეეჯახა
ავტომანქანა ჯერ ავტობუსს, შემდეგ კი 3 გაჩერებულ მანქანას შეეჯახა
აურზაური გამოიწვია სალონიკის ცენტრში მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ, რომლის შედეგადაც მატერიალური ზიანი მიადგა 4 ავტომანქანას.
ავტოსაგზაო შემთხვევა ვასილიკოს თეატრთან ახლოს მოხდა. ავტომანქანა, რომელსაც 70 წლის ქალი მართავდა, ჯერ 6 ნომერ ავტობუსს შეეჯახა. საბედნიეროდ შეჯახების შედეგად არავინ დაშავებულა. თუმცა მოვლენები მალევე უარესობისკენ შეიცვალა. 70 წლის მძღოლმა გზა გააგრძელა, ავტომანქანის მართვისას გონება დაკარგა და 3 გაჩერებულ ავტომანქანას შეეჯახა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ 70 წლის ქალი საავადმყოფოში გადაიყვანა. დაშავებულს დაზიანებები აღენიშნება თავის არეში, თუმცა ექიმების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
Facebook Comments Box
