Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ჰალკიდიკზე შეზლონგების ფასები 120 ევროს აღწევს

ჰალკიდიკზე შეზლონგების ფასები 120 ევროს აღწევს

ჰალკიდიკიც შეუერთდა იმ ტურისტული თავშეყრის ადგილებს, სადაც სანაპიროზე საბანაოდ მისულ მომხმარებლებს ფასები თავბრუს ახვევს.

სანაპირო ბარები უკვე ჰალკიდიკზეც ძვირადღირებული პირველი რიგების პრინციპით მუშაობენ. 

წლევანდელი საზაფხულო სეზონი ოფიციალურად გასულ შაბათ-კვირას გაიხსნა. ჰალკიდიკის პირველ ფეხზე მდებარე სანაპირო ბარები მომხმარებლებს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდნენ, სადაც  ფასები ღამის კლუბებისთვის უფროა შესაფერისი, ვიდრე საზაფხულო სანაპირო ბარისთვის. 

უფრო კონკრეტულად კი შეზლონგების საფასური სანაპირო ბარის პირველ რიგში 120 ევროა ერთ ადამიანზე. 

საუბარი გვაქვს კასანდრას სანაპიროზე, ჰალკიდიკის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ბარზე, სადაც მომხმარებელმა შეზლონგის აღებისას მინიმუმ 120 ევრო უნდა დახარჯოს. რათქმაუნდა აღნიშნულ ხარჯში არ შედის შეზლონგის საფასური. 

რაც უფრო ვშორდებით ზღვას, მით უფრო მცირდება ფასებიც. აღსანიშნავია რომ საშუალო ფასი 75-დან 80 ევრომდე მერყეობს, ხოლო ყველაზე იაფიანი რიგები კი მესამე ხაზიდან იწყება სადაც შეზლონგების საფასური 35 ევროს უტოლდება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *