Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

ლარისა: 61 წლის კაცს თავს ახალგაზრდების დაჯგუფება დაესხა

ლარისა: 61 წლის კაცს თავს ახალგაზრდების დაჯგუფება დაესხა

უმოწყალოდ სცემეს შაბათს დილით სანაპიროზე 61 წლის კაცი, რომელსაც სრულიად უმიზეზოდ დაესხნენ თავს.

მოწმეები აცხადებენ, რომ კაცი მეუღლესთან ერთად სეირნობდა, როცა წყვილს 4 მათთვის უცნობი პირი მიუახლოვდა. უცნობმა პირებმა კაცს, ჯერ წყალი შეასხეს. როცა კაცმა ახალგაზრდებს პასუხი მოსთხოვა და ჰკითხა თუ რატომ შეასხეს წყალი ახალგაზრდება სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და მალევე მუშტებითა და ხის იარაღით ცემა დაუწყეს. 

დაშავებულს დაზიანებები აღენიშნება მთელს სხეულზე. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ 61 წლის კაცი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა. 

პოლიციამ უკვე დააკავა 2 თავდამსხმელი ორივე 18 წლის ტრიკალადან, ხოლო ამ დრომდე ეძებს 28 წლის ბიჭს ათენიდან. 

ამ დრომდე დაუდგენელია მეოთხე თავდამსხმელის ვინაობა. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *