Latest news
მიზანში ამომიღეს - აცხადებს კონსტანტოპულუ კარლა: ფოტოგრაფებმა იშვიათი შავი ყარყატი დააფიქსირეს დანა იმიტომ ჰქონდა რომ  ეშინოდა - აცხადებს 20 წლის ბრალდებულის ადვოკატი კოზანის რეანიმაციული განყოფილების დირექტორი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში არსებულ მდგომარეობაზე ... პროგრამისთვის ტურიზმი ყველასთვის 300 000 განაცხადი შევიდა დაგვიანებით - პლატფორმა 29 აპრილს იხურება სოციალურ პროგრამაზე ძიძები სამეზობლოდან რეგისტრაცია დღეიდან იწყება რა ღირს ოცნების ასრულება - ინ ვიტრო განაყოფიერების ახალი რეალობა საბერძნეთში ისტორიული შენობების მფლობელები მოთხოვნებს აყენებენ 27 წლის ბიჭის მკლელობის საქმესთან დაკავშირებით დეტალები ვრცელდება რა არის ლეპტოსპიროზი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება
სამშაბათი, აპრილი 28, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

45 წლის კაცს 3 წლით პირობითი მსჯავრი შეეფარდა 7 წლის ტყუპებზე სექსუალური შევიწროების გამო

45 წლის კაცს 3 წლით პირობითი მსჯავრი შეეფარდა 7 წლის ტყუპებზე სექსუალური შევიწროების გამო

7 წლის გოგონებზე საკუთარ სახლში მშობლების თვალწინ იძალადა 45 წლის ოჯახის მეგობარმა სალონიკში 2020 წლის ივნისის თვეში.

ეს შოკის მომგვრელი გამოცდილება სალონიკის სასამართლომ ისევ ამოიტანა განხილვის ზედაპირზე ბრალდებულის წინააღმდეგ ჩატარებული სასამართლო პროცესის ფარგლებში, რომელზეც მას 15 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა თუმცა ის პატიმრობაში არ დატოვეს და 3 წლიანი გამოსაცდელი ვადით მისცეს ციხის კედლების დატოვების უფლება.

45 წლის კაცი იმ საბედისწერო დღეს ოჯახს მის მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად ეწვია სტუმრად. სწორედ ამ მეგობრული ვიზიტის დროს იხელთა დრო და შევიდა გოგონების ოთახში, ჩაეხუტა ერთ-ერთ მათგანს და როცა მაგიდაზე შემოსვა მისი გენეტიკური ორგანო აჩვენა და მოუწოდა რომ შეხებოდა. მას შემდეგ რაც არასრულწლოვანმა უარი განაცხადა გოგონას აიძულა რომ ხელით შეხებოდა მისი ნების წინააღმდეგ.

მალევე იმავე ქმედება, მაგრამ ახლა უკვე მეორე დასთან გაიმეორა კაცმა ჯერ სააბაზანოში და შემდგომ კი სახლის აივანზე ტყუბების მშობლების თვალწინ.

შეშინებულმა გოგონებმა მომხდარის შესახებ ჯერ ბებიას უამბეს და შემდგომ მშობლებს. სწორედ მშობლებმა მიაწვდინეს სამართალდამცავ ორგანოებს ხმა.

დაკავებულმა სასამართლო პროცესზე ყველა ბრალდება უარყო.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *