პირღოს: ცენტრალურ მოედანზე გარისხებულმა კაცმა ქალი თმით ათრია
პირღოს: ცენტრალურ მოედანზე გარისხებულმა კაცმა ქალი თმით ათრია
ადგილობრივი მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია 24 ივნისს ღამით მომხდარმა შემთხვევამ პირღოსზე, ქალქის ცენტრალურ მოედანზე, როცა უცხო ქვეყნის მოქალაქე ახალგაზრდა ქალს მოულოდნელად თავს დაესხა ათობით გამვლელის თვალწინ და თმით ითრია.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად თავდამსხმელი ქალს მუნიციპალიტეტის მიმართულებით მიათრევდა. თვითმხილველები აცხადებენ რომ თავდასხმას წინ არანაირი კონფლიქტი არ უძღვოდა.
პოლიციამ თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან აიყვანა.
დაშავებული შოკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ვერ შეძლო აეხსნა თუ რა შეიძლებოდა გამხდარიყო თავდასხმის მიზეზი.
Facebook Comments Box
