Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
ბუნებრივი მოვლენებისაბერძნეთი

მერყევი ამინდი დედაქალაქში: სიცხესა და აფრიკულ მტვერს ცივი ქარები და ტემპერატურის ვარდნა მოყვება

მერყევი ამინდი დედაქალაქში: სიცხესა და აფრიკულ მტვერს ცივი ქარები და ტემპერატურის ვარდნა მოყვება

ოთხშაბათს, 22 მაისს, დედაქალაქში ტემპერატურა 34 გრადუსს მიაღწევს. ატმოსფერო კი ნელ-ნელა გაიწმინდება აფრიკული მტვერისგან.

კლეარხოს მარუსაკის განცხადების თანახმად, დღეიდან საბერძნეთის ტერიტორიაზე ჩრდილო-დასავლეთ ქარები დაუბერავენ და ატმოსფერო გაიწმინდება ჯერ ქვეყნის დასავლეთ და ჩრდილოეთ ნაწილში, ხოლო ხვალიდან კი მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე.

“დღეს ტემპერატურის მატებას უნდა ველოდოთ თესალიაში, ვიოტიაში, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ პელოპონისოში, კუნძულ კრეტაზე და აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ეგეოსის ნაწილებში. დღეს დასრულდება სიცხის ტალღის შემოდინება ქვეყანაში და ხვალიდან ატმოსფერო დაიწყებს წმენდას.” –  აცხადებს სინოპტიკოსი.

შაბათ-კვირას კი საბერძნეთის მაცხოვრებლები მერყევ ამინდს უნდა ელოდნონ. ქარები და შტორმია პროგნოზირებული მთელი ქვეყნის მასშტაბით. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *