როდემდე გასტანს საბერძნეთის ტერიტორიაზე სიცხის ტალღა
როდემდე გასტანს საბერძნეთის ტერიტორიაზე სიცხის ტალღა
უჰაერობა, გაუსაძლისი სიცხე და ცხელი ქარები ბერძნული ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი სამშაბათიდან 24 ივნისიდან გახდა.
მეტეოროლოგების განცხადების თანახმად ტემპერატურა კვირიდან, 29 ივნისიდან ეტაპობრივად იკლებს, თუმცა ძლიერი ქარები ხანძრის გაჩენის საშიშროებას უკიდურესად გაზრდიან.
გამომდინარე აქედან სრულ მზადყოფნაშია ათენის მუნიციპალიტეტის ყველა პასუხისმგებელი ორგანო, რათა მაქსიმალურად იქნეს თავიდან იქნას არიდებული ხანძრის შედეგად გამოწვეული მატერიალური თუ ფიზიკური ზიანი.
უკიდურესად მაღალია ხანძრის გაჩენის რისკი ათენში, კუნძულ კრეტაზე, კითირაზე, ევიაზე, ლაკონიასა და ჩრდილოეთ ეგეოსის ზღვის კუნძულებზე.
სამოქალაქო დაცვის მინისტრის გენერალური მდივანი განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს აღნიშნული რეგიონების მოსახლეობას.
