Latest news
23 წლის ბრალდებული საუბრობს ღამეზე, რომელმაც 19 წლის მირტოს სიცოცხლე იმსხვერპლა რა ჰქონდათ განზრახული დამნაშავეებს და რატომ მიატოვეს მირტო ქუჩაში 19 წლის მირტოს გარდაცვალების საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის წინააღმდეგ ახალი საჩივარი შეიტანეს იასამნისფერი გზა, რომელიც თავს ზღაპრის გმირად გაგრძნნობინებთ საბერძნეთის ინიციატივას, არასრულწლოვნებისთვის სოც.მედიაზე წვდომის შეზღუდვასთან დაკავშირებით კვიპროსი... Cosmote Telekom-ი მეტალიკას კონცერტზე დასასწრებ ბილეთებს ათამაშებს როდემდე უნდა გადავცვალოთ ძველი პირადობები ირაკლიო: ციხიდან გაქცეულმა პატიმარმა გზად ქალი დააყაჩაღა კეფალონია: 19 წლის მირტოს გარდაცვალების საქმის ახალი დეტალები ვრცელდება ევროპელი პროკურორების ასოციაცია: ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ჩვენს ბერძენ კოლეგენს ΟΠΕΚΕΠΕ-ის საქმის მს...
ხუთშაბათი, აპრილი 16, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

23 წლის ბრალდებული საუბრობს ღამეზე, რომელმაც 19 წლის მირტოს სიცოცხლე იმსხვერპლა

23 წლის ბრალდებული საუბრობს ღამეზე, რომელმაც 19 წლის მირტოს სიცოცხლე იმსხვერპლა

ახალგაზრდამ, რომელთან ერთადაც მირტო სასტუმროში მივიდა, ისაუბრა მომხდარზე და ტრაგედიის დეტალებზე.

სამშაბათს გამთენიისას შეუთანხმდა მირტო მის მეგობარს შეხვედრაზე. 23 წლის ბრალდებული ირწმუნება, რომ გადაწყვეტილება შეხვედრასთან და დროის ერთად გატარებასთან დაკავშირებით ერთად მიიღეს. უნდოდათ მუსიკის მოსმენა და განტვირთვა: “მირტომ რაღაც მომენტში ხაზგასმით მითხრა: “დალევა მინდა” და გულისხმობდა, რომ კოკაინის მიღება სურდა. მეც ვუპასუხე, რომ ვიცნობდი ადამიანს, რომელსაც შეეძლო მოეწოდებინა ჩვენთვის და ინსტაგრამის საშუალებით გამოვართვი მობილურის ნომერი და დავურეკე (ყოფილ სპორტსმენს) და ვუთხარი, რომ გვინდოდა კოკაინი. მალევე, დაახლოვებით 15 წუთში მოვიდა და მოგვიტანა. ფული მირტომ გადაიხადა. არ ვიცი რამდენი გადაუხადა. თვითანც დარჩა ჩვენთან ერთად, დაახლოვებით ნახევარი საათი. ვლაპარაკობდით და ვიცინოდით. მირტოს უკვე მიღებული ჰქონდა კოკაინი. რაღაც მომენტში წავიდა (ყოფილი სპორტსმენი) და მალევე კიდევ დაბრუნდა ახალი ოდენობით, რომელიც მირტომ დაჟინებით მოითხოვა. რაღაც მომენტში 22 წლის ალბანელიც მოვიდა, რომელსაც ყოფილმა სპორტსმენმა დაურეკა. მე ვეუბნებოდი მირტოს, რომ აღარ მიეღო ახალი დოზა. ვუთხარი, რომ ვხედავდი პარანოია ჰქონდა. შემდეგ აივანზე გავედი და იქიდან დავინახე, რომ კრუნჩხვები დაეწყო. საწოლზე იჯდა და ხტუნავდა. მეგონა ხუმრობდა, თუმცა რომ აღარ გაჩერდა მივხვდით, რომ რაღაც ცუდად წავიდა. შევეცადეთ დავხმარებოდით, მაგრამ ვერ მოვაბრუნეთ. შემდეგ ვეცადე სასწრაფო გამომეძახებინა მაგრამ გამაჩერეს. მითხრეს, რომ ეშინოდათ სასწრაფოდ გამოძახება, რადგან შარში გაეხვეოდნენ. მითხრეს, რომ ქვემოთ ჩაიყვანდნენ და მერე დარეკავდნენ და იტყოდნენ, რომ ქუჩაში იპოვეს. უგონო მდგომარეობაში იყო, როცა ყოფილმა სპორტსმენმა ქვემოთ ჩაიყვანა. მე შევეცადე ყველაფერი შემეგროვებინა ოთახში, რადგან შამპანიური, წვენები და სხვადასხვა ნივთები გვქონდა მიყრილ-მოყრილი. შემდეგ დაბრუნდა ყოფილი სპორტსმენი და მითხრა, რომ მირტო სასწრაფომ წაიყვანა და ყველაფერი რიგზეა. ავიღე მირტოს ტელეფონი და წავედი ფეხით საავადმყოფოში. საავადმყოფოში მისვლისას მისი მშობლები და პოლიცია რომ დავინახე შემეშინდა და უკან გამოვბრუნდი. შემეშნდა, რომ შარში გავეხვეოდი. ფეხით გავბრუნდი კაფეში და იქ დავტოვე. ვუთხარი, რომ მოვიდოდა გოგონა სახელად მირტო მოგვიანებით და წაიღებდა ტელეფონს.” 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *