Latest news
საბერძნეთში ძაღლივით მექცევიან, ერთ დღეს მივალ მათ ოფისებში და ყველას დავკბენ - რას წერს პრესას 89 წ... მიზანში ამომიღეს - აცხადებს კონსტანტოპულუ კარლა: ფოტოგრაფებმა იშვიათი შავი ყარყატი დააფიქსირეს დანა იმიტომ ჰქონდა რომ  ეშინოდა - აცხადებს 20 წლის ბრალდებულის ადვოკატი კოზანის რეანიმაციული განყოფილების დირექტორი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში არსებულ მდგომარეობაზე ... პროგრამისთვის ტურიზმი ყველასთვის 300 000 განაცხადი შევიდა დაგვიანებით - პლატფორმა 29 აპრილს იხურება სოციალურ პროგრამაზე ძიძები სამეზობლოდან რეგისტრაცია დღეიდან იწყება რა ღირს ოცნების ასრულება - ინ ვიტრო განაყოფიერების ახალი რეალობა საბერძნეთში ისტორიული შენობების მფლობელები მოთხოვნებს აყენებენ 27 წლის ბიჭის მკლელობის საქმესთან დაკავშირებით დეტალები ვრცელდება
ოთხშაბათი, აპრილი 29, 2026
საბერძნეთისამართალი

ახალი კანონპროექტი – რა ცვლილებებია მოსალოდნელი შრომის კოდექსში

ახალი კანონპროექტი – რა ცვლილებებია მოსალოდნელი შრომის კოდექსში

შრომის სამინისტრომ დღეს მინისტრთა კაბინეტს დასამტკიცებლად ახალი კანონპროექტი წარუდგინა სამუშაო საათების მოქნილობის გაზრდისა და ექსპრეს დაქირავების პროცედურების გამარტივების მიზნით. 

შრომის მინისტრის განცხადების თანახმად ცვლილებები, რომლებიც აღნიშნული კანონპროექტით გატარდება, მიზნად თანამშრომლების უფლებების დაცვას და ბიზნესის საჭიროებების დაკმაყოფილებას ისახავს.

კანონპროექტის ძირითადი დებულებები შემდეგია:

  1. სამუშაო განრიგის კვირიდან წლამდე გაწერა – დასაქმებულებს ეძლევათ ოთხდღიანი სამუშაო კვირით სარგებლობის შესაძლებლობა არა მხოლოდ 6 თვით არამედ მთელი წლის განმავლობაში. აღნიშნული ცვლილება სამუშაო განრიგში ხდება თანამშრომლისა და დამსაქმებლის შეთანხმების შემდეგ და ემსახურება როგორც დასაქმებულს (ძირითადად მშობლებს), რომელსაც პირადი პასუხისმგებლობები აქვს, ასევე დამსაქმებელს პიკის საათებში ბიზნესის საჭიროებების უკეთ დაკმაყოფილებისთვის. აღნიშნული მეთოდით გარიგების მხარეებს შეუძიათ გაზარდონ და შეამცირონ დღიური სამუშაო საათები, მთავარია არ იქნას დარღვეული კვირის ჯამის 40 საათიანი განრიგი. 
  2. ექპსტრეს დაქირავება – დაჩქარებული პროცედურებით და მობილური აპლიკაციითაც კი შეძლებენ დამსაქმებლები მომსახურე პერსონალის აყვანას. აღნიშნული დებულება განსაკუთრებით ხელსაყრელი იქნება საგანგებო სიტუაციებში როგორიცაა არდადეგების პერიოდი, შაბათ-კვირა, დღეები როცა იზრდება მომხმარებელთა მომსახურების საჭიროება ძირითადად კვების ობიექტებსა და სასტუმროებში.
  3. 13 საათიანი მუშაობის უფლება ერთსა და იმავე დამსაქმებელთან – შეგახსენებთ, რომ ძველი რეგულაციით დასაქმებულს შეეძლო ემუშავა დღეში მაქსიმუმ 13 საათი 2 სხვადასხვა დამსაქმებელთან. 8 საათი (სრული განაკვეთი) ერთთან, ხოლო 5 (ნახევარი განაკვეთი) მეორესთან. 
  4. ზეგანაკვეთური სამუშაოები ცვლებში – აღნიშნული რეგულაცია საშუალებას მისცემს ცვლებში მომუშავეებს საჭიროების შემთხვევაში დამატებითი საათები იმუშაონ. თითოეული ზეგანაკვეთური საათისთვის დასაქმებული მიიღებს 40%-ით მეტ საათობრივ ანაზღაურებას.
    შეგახსნებთ, რომ დღევანდელი რეგულაციის მიხედვით დასაშვებია მხოლოდ 1 ზეგანაკვეთური საათი 20%-იანი საათობრივი ანაზღაურებით და 3 ზეგანაკვეთური საათი განსაკუთრებულ შემთხვევებში სპეციალური ნებართვით 40%-იანი ანაზღაურებით. მთავარი წინაპირობა კი არის ის, რომ წლიურად არ გადააჭარბოს 150 ზეგანაკვეთურ საათს. 
  5. საზაფხულო შვებულება – ახალი კანონპროექტის მიხედვით დასაქმებულს შეუძლია თავად გადაანაწილოს კუთვნილი შვებულების დღეები, თუმცა აუცილებელი იქნება დამსაქმებლის თანხმობაც. 
Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *