რეთიმნო: ხანძრის ჩაქრობის მცდელობამ მეხანძრის სიცოცხლე იმსხვერპლა
რეთიმნო: ხანძრის ჩაქრობის მცდელობამ მეხანძრის სიცოცხლე იმსხვერპლა
25 წლის პანდელის დიამანდაკისის სიცოცხლე იმსხვერპლა სამხრეთ რეთიმნოში გაჩენილმა ხანძრამა.
ახალგაზრდა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა.
მეხანძრეს დღეს, 30 ივლისს დაკრძალავენ. გასვენება წმინდა ნექტარიოსის ეკლესიიდან გაიმართება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ეკლესიაში ასობით ადამიანია შეკრებილი ყვავილებით ხელში რათა პატივი მიაგონ ახალგაზრდას, რომელმაც ადამიანების სიცოცხლის და ბუნების გადასარჩენად თავი გაწირა.
გარდაცვლილი წარმოშობით ამარიოდან, კერძოდ ფურფურადან იყო. სალონიკის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული და მისი ნებით მსახურებოდა სეზონურად როგორც მეხანძრე.
Facebook Comments Box
