Latest news
მიზანში ამომიღეს - აცხადებს კონსტანტოპულუ კარლა: ფოტოგრაფებმა იშვიათი შავი ყარყატი დააფიქსირეს დანა იმიტომ ჰქონდა რომ  ეშინოდა - აცხადებს 20 წლის ბრალდებულის ადვოკატი კოზანის რეანიმაციული განყოფილების დირექტორი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში არსებულ მდგომარეობაზე ... პროგრამისთვის ტურიზმი ყველასთვის 300 000 განაცხადი შევიდა დაგვიანებით - პლატფორმა 29 აპრილს იხურება სოციალურ პროგრამაზე ძიძები სამეზობლოდან რეგისტრაცია დღეიდან იწყება რა ღირს ოცნების ასრულება - ინ ვიტრო განაყოფიერების ახალი რეალობა საბერძნეთში ისტორიული შენობების მფლობელები მოთხოვნებს აყენებენ 27 წლის ბიჭის მკლელობის საქმესთან დაკავშირებით დეტალები ვრცელდება რა არის ლეპტოსპიროზი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება
ორშაბათი, აპრილი 27, 2026
საბერძნეთიUncategorized

ლარისა: ავტოსაგზაო შემთხვევამ ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა

ლარისა: ავტოსაგზაო შემთხვევამ ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა

ტრაგიკულად დაასრულა დღეს დილით სიცოცხლე ახალგაზრდა ქალმა ლარისა-ტრიკალონის ეროვნულ გზატკეცილზე.

onlarissa.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად უბედური შემთხვევა დილის 10:00 საათზე ავეროფიუს სამიწათმოქმედო უნივერსიტეტთან მოხდა. ახალგაზრდა ქალი Opel Corsa-ს მოდელის ავტომანქანას მართავდა, როცა გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელ მიზეზთა გამო გზიდან გადავიდა და ელ.ბოძს შეეჯახა.

შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა სახანძრო/სამაშველო სამსახური ქალის ავტომანქანიდან გადმოსაყვანად და სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც დაშავებული ლარისას გენერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

თუმცა ექიმების თავდაუზოგავი მცდელობებისდა მიუხედავად დაშავებულის გადარჩენა ვერ შეძლეს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *