Latest news
საბერძნეთს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 21 ობიექტი აქვს  როდემდე შეძლებენ საბერძნეთის მოქალაქეები დასაქმების პროგრამაზე რეგისტრაციას დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა
სამშაბათი, აგვისტო 18, 2026
პოლიტიკასაბერძნეთი

საბერძნეთი ხაფტარის ქმედების შემდეგ პოლიტიკური თავშესაფრის გაცემის წინაპირობებს ამკაცრებს

საბერძნეთი ხაფტარის ქმედების შემდეგ პოლიტიკური თავშესაფრის გაცემის წინაპირობებს ამკაცრებს

ლიბიელი ოფიცერის, ხალიფა ხაფტარის ქმედების შემდეგ, რის გამოც მიგრაციის საკითხებში ევროკომისრის, მაგნუს ბრუნერის, საბერძნეთის ემიგრაციის მინისტრის თანოს პლევრისის და იტალიისა და მალტას შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრა ვერ შედგა, საბერძნეთის რესპუბლიკა პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების წინაპირობების გამკაცრების პროცესს აჩქარებს.

საბერძნეთის ხელისუფლების მიერ გაკეთებული განაცხადის თანახმად ევროპა უკვე ვეღარ შეძლებს თვალი დახუჭოს პოლიტიკური თავშესაფრის მარტივად გაცემის საკითხზე.

თანოს პლევრისი აცხადებს, რომ აღარ არის დრო საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების გადასადებად. ემიგრაციის მინისტრს საბერძნეთის პრემიერ მინისტრიც ეთანხმება, რომელიც ყოველდღიურად ხედავს კუნძულ კრეტაზე ნავებით შემოსულ იძულებით გადაადგილებულ პირებს.

პოლიტიკის გამკაცრება ითვალისწინებს:

  • ლიბიის სანაპიროდან კრეტაზე ჩასულ იძულებით გადაადგილებულ პირებს არ ექნებათ პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნის უფლება და ისინი ავტომატურად მოხვდებიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში. აღნიშნული გადაწყვეტილების მთავარი მიზანია გაიგზავნოს ლიბიაში პოლიტიკური მესიჯი, რომ საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ იძულებით გადაადგილებული პირები ვერ შეძლებენ ევროპაში გზის გაგრძელებას.
Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *