Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

რიცონა: პლასტმასის ქარხანაში დიდი ხანძარია – 112 მოსახლეობას საფრთხის შემცველი კვამლის შესახებ აფრთხილებს

რიცონა: პლასტმასის ქარხანაში დიდი ხანძარია – 112 მოსახლეობას საფრთხის შემცველი კვამლის შესახებ აფრთხილებს

უკონტროლოდ იწვის ევიაზე, კერძოდ ხალკიდას მუნიციპალიტეტში მდებარე პლასტმასის მწარმოებელი ქარხანა. 

ცეცხლი შენობას გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელ მიზეზთა გამო მოედო და მალევე დიდ მასშტაბებზე გადავიდა. 

ხანძრის ჩასაქრობად მუშაობს 26 მეხანძრე 10 სახანძრო მანქანით, რომლებიც თავს არ ზოგავენ ხანძრის კონტროლ ქვეშ დასაქვემდებარებლად. 

ფოტო-ვიდეო მასალაში, რომელიც ცეცხლმოკიდებული ტერიტორიიდან ვრცელდება, ნათლად ჩანს შავი კვამლი. დამწვარი პლასტმასის სუნი კი კილომეტრებზეა საგრძნობი. 

112-მა დილის 09:00 საათიდან დაგზავნა გამაფრთხილებელი შეტყობინება ადგილობრივ მოსახლეობასთან საფრთხის შემცველი კვამლის ატმოსფეროში გავრცელებასთან დაკავშირებით. სამოქალაქო დაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს დაკეტონ კარ-ფანჯრები და არ გავიდნენ სახლიდან.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *