Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ტრიკალა: ბედნიერი დასასრული აღმოაჩნდა 14 წლის ბიჭის გადასარჩენად ჩატარებულ სამაშველო ოპერაციას

ტრიკალა: ბედნიერი დასასრული აღმოაჩნდა 14 წლის ბიჭის გადასარჩენად ჩატარებულ სამაშველო ოპერაციას

14 წლის ბიჭი, რომელიც პინიოში დაიკარგა შაბათს გამთენიისას მდინარეში დააფიქსირეს. 

სამაშველო სამუშაოები გამთენიის 03:15 საათზე დაიწყო, როცა 2 მაშველმა არასრულწლოვანი წყალში სოფლიდან 1 კილომეტრის მოშორებით შენიშნა.

მაშველები დაუყოვნებლივ გაემართნენ მდინარის ნაპირისკენ, მიუახლოვდნენ ბავშვს, ამოიყვანეს წყლიდან და გადასცეს სასწრაფო დახმარების ბრიგადას, რომელიც ნაპირთან ახლოს ელოდებოდათ.

trikalaola.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბავშვი საავადმყოფოში მამასთან ერთად გადაიყვანეს. 

ექიმები აცხადებენ, რომ დაშავებულს აღენიშნება ყველა სასიცოცხლო ნიშანი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 

შეგახსენებთ, რომ 14 წლის ბიჭი თანატოლებთან ერთად საბავშვო მოედანზე თამაშობდა როცა ველოსიპედით მდინარისკენ წასვლა გადაწყვიტა. მას შემდეგ კი არავის უნახავს. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *