ადამიანის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს ავტობუსის მძღოლი
ადამიანის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს ავტობუსის მძღოლი
მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი 58 წლის ავტობუსის მძღოლს, რომელიც მის კოლეგას სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ ავტობუსით დაეჯახა.
აღნიშნული შემთხვევა გუშინ ღამით, აღიუ პოლიკარპუსა და ამფიპოლეოსის ქუჩების კვეთაზე მოხდა, კოლონოში.
46 წლის მძღოლი ეცადა მოტოციკლეტით გაცლოდა ადგილს, თუმცა 58 წლის მძღოლი ავტობუსით აედევნა და დაეჯახა. შეჯახების შედეგად 46 წლის მძღოლი ქვედა კიდურებში დაშავდა.
დაშავებული ნიკეას საავადმყოფოში გადის მკურნალობას, ხოლო დაკავებულს კი პროკურორთან გადაიყვანენ დაკითხვაზე.
Facebook Comments Box
